ყურშიტაშვილის თქმით, ცინარიძეც და ჭანტურიაც რესტორანში გაიცნო და მათგან პატრულთან პრობლემის მოგვარების პირობა მიიღო.
ამ ფაქტს დავით ცინარიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. თუმცა, ამბავი იმდენად რეზონანსული არის, რომ დღემდე ყველას ახსოვს.
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ყურშიტაშვილი-ცინარიძის სკანდალი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
სწორედ ამას მოჰყვა ოჯახური კონფლიქტი, რომელიც საპატრულო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებით დასრულდა.
ჩვენი წყაროს ცნობით, მანანა ბოლოთაშვილი ქმრის და ყურშიტაშვილის სკანდალის კიდევ ერთხელ გახსენებამ ძალიან გააღიზიანა.
თუმცა ხუთი წლის წინ, როდესაც ვიდეო პირველად გავრცელდა, მანანა ბოლოთაშვილმა სოციალურ ქსელში ქმარს მხარდაჭერა გამოუცხადა და ემოციური პოსტი დაწერა.
„მილიონში ერთადერთი და განუმეორებელი ხარ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა“ – დაწერა მაშინ ბოლოთაშვილმა.
ბოლოთაშვილი-ცინარიძის წყვილის ქორწინება 15 წელს ითვლის, მათ ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავთ.
2019 წლის იანვარში, დავით ცინარიძის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, მანანა ბოლოთაშვილი ინდ.მეწარმე და სურსათის ეროვნულ სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი გახლდათ.
ცინარიძის დაკავებამ ეკა ყურშიტაშვილი მხიარულ განწყობაზე დააყენა და სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა.
„გადავფარე კორონა, თუ ჯერ – ვერა“ – დაწერა სკანდალურმა ყურშიტაშვილმა და თავი ილონ მასკის სტარლინკებს შეადარა
კომენტარები