საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
,,ეჰ, ცხონებული ილია ჭავჭავაძის დროინდელი ევროპა სულაც არ იყო არც იდეალური, არც მისაბაძი და არც მას ჰქონია რაიმე ლტოლვა ევროპისკენ და მისი ღირებულებისაკენ, რადგანაც იმ დროინდელი ევროპის ღირებულებები იმაზე მეტად მოიკოჭლებდა ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, როგორ ფიქრობთ, ილია ჭვჭავაძე კაიზერის გერმანიას ან ნაპოლეონ მესამის საფრანგეთს გაუსწორებდა თვალს თუუუ ლეოპოლდ მეორის კოლონიალურ ბელგიას?.. არამც და არამც. ილიამ თავად გაუსწრო დროს და ის იდეალები რაც ამ ბუმბერაზს ჰქონდა თანამედროვე კონსერვატორული მიმართულება უფრო გახლავთ ვიდრე ლევაკურ-ბოლშევიკური ტროცკიზმ-ლიბერალიზმი. ამიტომ შეეშვით ილიას, გაანებეთ თავი. ილია რომ გაიგოთ, მისი შემოქმედება უნდა წაიკითხოთ და გაიაზროთ, ილია რომ გაიგოთ, ილიას ქველმოქმედება უნდა გაითავისოთ, არ იყო ილია ევროპელი არაა, ილია თერგდალეული გახლდათ. თერგდაალეეუულიიი.. და არა პროევროპელი (მტრისას იმ დროის ევროპა) .. ყველაზე “პრადვინუტი ბნელიტა კუპრუწებისთვის” ვიმეორებ “შინ ევროპაში” რომ ბრუნდებიან.???
დღევანდელი, პროგრესული ევროპა შეიქმნა, (უფრო სწორად საფუძველი ჩაეყარა) არც მეტი, არც ნაკლები 1991 წელს, სულ რაღაც 32 წლის წინათ და სასიხარულო ისაა რომ, ჩვენ ამ პროგრესული ევროპის წევრები გავხდებით… ოღონდ ძალინ გთხოვთ, წიგნი გაშალეთ, სინამდვილე გაიგეთ და ილია ჭავჭავაძეს, დიდ ილია მართალს თავი გაანებეთ რააა… უკიდეგანოდ და უსაზღვროდ უწიგნურები ხართ და აწუხებთ იმ წიგნიერ კაცს თქვენი ბოდვებით
PS. სულ ეს მინდოდა მეთქვა..
კომენტარები