ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია:
ოპოზიციის უმრავლესობა, როგორც ხდება ხოლმე, სერიოზულად დაგოიმებული და ილუზორულ მდგომარეობაშია.
რომ იძახდით, ხელისუფლებას რაც არ უნდოდა, ის მოხდაო, პირიქით, პატივცემულებო, პირიქით – “ქართულმა ოცნებამ” ზუსტად ის მიიღო, რაც უნდოდა:1. კანდიდატობის სტატუსი მიიღო სახელმწიფომ “ქართული ოცნების” ხელისუფლობით უნგრული და ბელორუსული ავტორიტარიზმის უცნაური ჰიბრიდის რეჟიმში.2. ევროპული გადაწყვეტილებები, მთლიანობაში ყოველთვის ეფუძნება თანამშრომლობისა და წარმომადგენლობის იდეას, შესაბამისად, მათ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან.3. სარეკომენდაციო ანგარიშში საუბარია არა მხოლოდ ხალხის სწრაფვასა თუ დამსახურებებზე, არამედ ძალიან კონკრეტულ ანგარიშებსაც სახელმწიფოს ხელისუფლებების ნამუშევარში, რომელთა ნაწილიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან დადებითად არის აღიარებული, ნაწილზე კი გამოხატულია დადებითი მოლოდინები, რაც ასევე “ქართული ოცნების” ძალაუფლებაზე ასხამს წყალს.4. კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო გაიმყარებს 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შანსებს.5. მიუხედავად ევროპის, პარტნიორების მიმართ “ქართული ოცნების” მხრიდან არაეთიკური, არაკორექტული და პროპაგანდისტული თავდასხმებისა, ეს ყველაფერი, ფაქტორთა გამო, ხელისუფლებას შეეწმინდა.
ამიტომ, პროცესების შეფასებისას და სამომავლო პერსექტივების შეფასებისას, ცრუ ილუზიებს თუ არ ავყვებით, უმჯობესია.
კომენტარები