ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი:
მეგობრებო,
თუ არ იცით რა ხდება, წაიკითხეთ ან იკითხეთ, რომ ქოცებმა მერე არ დაგცინონ!…ზოგიერთი ზეიმობს :- ევროკავშირის წევრი გავხდითო!არა არ გავმხდარვართ!1. კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია მივიღეთ!ანალოგია: უნივერსიტეტის სტუდენტობა გვინდოდა, მაგრამ მისაღები გამოცდა ვერ ჩავაბარეთ, გამოცდისაგან გაგვანთავსუფლეს: (იყო ასე მაღალმთიანი რეგიონის ბავშვებისათვის, ან ეროვნული უმცირესობებისათვის, რომელთა განათლება იყო სასელმწიფოსთვის პრიორიტეტი: ანთავისუფლებდნენ მისაღები გამოცდისაგან)2. ეხლა გვითხრეს ( ან იმედია გვეტყიან) აბა თქვენ იცით ისწავლეთო!ამის შემდეგ კარგად უნდა ვისწავლოთ, რომ არ ჩავიჭრათ და საკურსო გამოცდები ჩავაბაროთ, შემდეგ კურსზე გადასასვლელადო!გამოცდა:რეფორმები უნდა გატარდეს და ის 12 პუნქტი, სრულად უნდა შესრულდეს.3. ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკების რაუნდზე გადასვლა და ახალი მოთხოვნები შესრულება იქნება საჭირო, რაც ევროკავშირა დაგვაახლივებს! (შემდეგი კურსები)ბოლოს: იქნება სახელმწიფო გამოცდა. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ვიღებთ დიპლომს და კვალიფიკაციას.წევრობას-ანუ ამის შემდეგ ვხდებით ევროკავშირის წევრი!ასე რომ მოუმზადებელი აბიტურიენტის სტუდენტად გახდომა – ეს არ ნიშნავს რომ იურისტი ხარ უკვე!
ჯერ ევროკავშირის წევრობამდე ბევრი გვაკლია!
კომენტარები