შსს–ს ცნობით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს არ აკონკრეტებს, როდის შევიდა შეტყობინება გაუჩინარებაზე, თუმცა, სამინისტროს განმარტებით, შეტყობინების მიღებისთანავე, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.
გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ“,
აქტივისტმა იცოდა, რომ მას რუსეთში დაკავება ელოდა. 13 ოქტომბერს, აქტივისტის გაუჩინარების მეორე დღეს, ცნობილი გახდა, რომ ვლადიკავკაზის ადგილობრივმა სასამართლომ რაფაელ შეპელევი წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ.
“Первый отдел” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეპელევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით კი ტერორიზმის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათივე ცნობით დაკავებული ამ დრომდე იზოლატორში რჩება.
თუმცა, სხვა რამეს ჰყვებიან ადგილობრივები მედიასთან, მათი თქმით, ლომისის სალოცავისკენ წავიდა და ტაქსის მძღოლს დალოდება სთხოვა. ამბობენ, რომ მძღოლი, 4 საათი ელოდებოდა. რატომ ელოდებოდა მძღოლი, თუ დაინახა, რომ საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა, უცნობია. გარდა ამისა, ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მწყემსებმა ნახეს, როგორ წაიყვანეს ვიღაც პირებმა.
“ტაქსის მძღოლმა მოიყვანა ვიღაცა რუსი ფოტოგრაფი, აიყვანა იქ სასაფლაოებზე, სურათები გადაიღო. მერე უთხრა, რომ მე იქ ლომისაში ავალ – დამელოდეო. 4 საათი ელოდებოდა მძღოლი, მერე მენახირეებმა ნახესო, მოვიდნენ იქიდან ვიღაცებიო და წაიყვანეს ის ფოტოგრაფიო, აღარ ჩამოვიდა აქ”
“ლომისაში ავალ, დამელოდეო…” – როგორ აღმოჩნდა საქართველოში გაუჩინარებული აქტივისტი ვლადიკავკაზში?
კომენტარები