თბილისის ცენტიდან, 2017 წელს გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი “პირველებთან” სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
აფგან მუხთარლი ამბობს, რომ რუსი აქტივისტის, რაფაილ შეპელევის “გატაცების” უკან ქართული სპეცსამსახურები დგანან.
ეს არის ჩემი ისტორიის, გატაცების მსგავსი ამბავი. მე დარწმუნებული ვარ, რუსი აქტივისტი გაიტაცეს ქართული სპეცსამსახურების ჩართულობით, როგორც ჩემს შემთხვევაში.
თქვენი მოქმედი მმართველი ბიძინა ივანიშვილი, ის არის დიქტატორის, პუტინის მეგობარი და მათი თხოვნით მუდმივად ასრულებს ასეთ დავალებებს.
მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს მსგავსი გატაცებების ორგანიზების დიდი გამოცდილება გააჩნია. საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს არა მხოლოდ რუსულ, არამედ ბელორუსულ სპეცსამსახურებთან და თუ არ მეშლება, მათ 2 წლის წინ შეთანხმებაც გააფორმეს.
საქართველო აღარ არის უსაფრთხო ქვეყანა იმ სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რომლებიც რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩამოდიან და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ”- აცხადებს მუხთარლი.
გაიპარა, რათა დაეჭირათ? – მინისტრის და ადგილობრივების განსხვავებული ვერსიები
კომენტარები