იაპონელი მეცნიერები მომავალ პანდემიებთან ბრძოლას ნანორობოტების დახმარებით აპირებენ. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, იაპონიის ნანომედიცინის ინოვაციური ცენტრის სპეციალისტებმა მიკრორობოტი შექმნეს, რომელსაც ორგანიზმში შესვლა და სიმსივნური უჯრედების განიტრალება შეუძლია. როგორც „სფეროს“ მედიკოსები განმარტავენ, ელექტრონულად დამუხტული ნაწილაკების ორგანიზში შეშვების ტექნოლოგია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე კლინიკურ ტესტირებას გადის.
მეცნიერები ამ იდეაზე 9 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათი პროექტის მოქმედების სქემა ასეთია: სფერისებრი ფორმის რობოტი უჯრედებში აღწევს და ერთგვარი კლინიკის როლს ასრულებს – ისინი ორგანიზმში ანომალიებს აფიქსირებენ, დიაგნოზს სვამენ და მკურნალობას იწყებენ.
სპეციალისტების აზრით, სწორედ ამ გზით უნდა ებრძოლოს კაცობრიობა მომავალ პანდემიებს. ნანორომობოტები ინფექციას ადრეულ ეტაპზე გაანადგურებენ და იმუნური სისტემის უჯრედებს ვირუსის უჯრედების დამარცხებას „ასწავლიან“.
კომენტარები