მღვდელმონაზონი ანდრია სარია ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის, დავით (კობა) კობაიძის დაკავების ფაქტს „ტვ პირველის“ ეთერში გამოეხმაურა.
„მთელი რიგი პრობლემები ჩაიშალა ამ საკითხთან მიმართებით. თავიდან იყო ინფორმაცია, რომ არაფერი ხდებოდა. მერე ეპარქიის მანქანა აღმოჩნდა დაზიანებული. ძალიან ბუნდოვან საკითხთან გვაქვს საქმე. გაგვიხარდება, რომ სასულიერო პირი ამ ქურდული საქმის გარჩევაში მონაწილე არ იყოს. მაგრამ როცა დაკავებულია და ეჭვი არსებობს, რა თქმა უნდა, საქმეს მივადევნებთ თვალყურს. ჩვენ 100%-ით ვერ ვიტყვით დანაშაულზე ან უდანაშაულობაზე ციტირებას.
მართვა-გამგეობის დებულებით, ევალება ეპისკოპოსს საქმის წარმოებაში მიღება და კონკრეტული დასკვნები უნდა გამოეტანა. რაც მეუფე იობის შემთხვევაში არ მომხდარა, სამწუხაროდ. როცა მას აღნიშნულიდან გამომდინარე ჰქონდა კრების ჩატარების ვალდებულება. ეპარქიის ხელმძღვანელის მხრიდან უნდა მომხდარიყო სწორი აქცენტების გაკეთება და არა საქმის დამალვა“
როცა პროკურატურა და სამართალდამცავი სისტემა ამ საქმით არ ინტერესდება ერთი კვირა, ეს უკვე პრობლემაა. თუ ეს იცოდნენ, ერთი კვირა რატომ არ იყო დაკავებული ეს სასულიერო პირი და მეორე მხრივ, ეპარქია ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ შფოთს გამოთქვამდა“
კომენტარები