„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი:
გელათის ფრესკები ვეღარ აღდგებაო, 7 თვიანი დაკვირვების შემდეგ ამბობს ხალხი, რომელთა დიდმა ნაწილმა დუმილში გაატარა 3 წელი და მათგან ზოგიერთი გვიმტკიცებდა, რომ ყველა ეტაპზე ყველაფერი კარგად იყო.
ასეთი ავზნიანობა იცის კონუნქტურის მორჩილებამ.მხოლოდ წულუკიანმა არა, ოცნების სახელისუფლებამ და მთლიანად კულტურის სფერომ (იშვიათი გამონაკლისების გარდა) გაწირა გელათი.მდგომარეობის სირთულის შეფასებას 7 თვე არ სჭირდება, 3 წლის წინ ვყვებოდით რომ შეუქცევად ზიანს აყენებდნენ, მაშინ, როცა სხვა დანარჩენთან ერთად საპატრიარქოც დანაშაულებრივ დუმილში იყო.
ფაქტი ერთია, ამ დაუსრულებელ მარაზმს და ბოდვას ბოლო არ უჩანს და გელათი კიდევ ერთ ზამთარს ჩათუნუქებულ- ჩახუთული გაატარებს.
კომენტარები