კარანტინის მიუხედავად, ლიბანში ანტისახელისუფლებო აქციები განახლდა. დემონსტრანტები ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
ქვეყნის მეორე უდიდეს ქალაქ ტრიპოლიში აქციის მონაწილეები სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს დაუპირისპირდნენ და ქვები დაუშინეს, მათ კი საპასუხოდ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.
დაპირისპირების შედეგად 50 სამხედრო პირი, მათ შორის 9 ოფიცირი დაშავდა. აქცია ქალაქში მას შემდეგ განახლდა, რაც მომხდარ შეტაკებას 1 დემონსტრანტი ემსხვერპლა.
კომენტარები