ბიძინა ივანიშვილის უმცროს ვაჟს ცოტნე ივანიშვილს, ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ… ცოტნეს შემოქმედების შესახებ მხატვართა კავშირის თავჯდომარე გურამ ცერცვაძე საუბრობს:
“საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ “ოპიზა”-ს მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული სამხტვრო სკოლებთან. ამ დარბაზში იმართება სამხატვრო სკოლების ბავშვების ნამუშევართა გამოფენა… ცოტა ხნის წინ გამოფენაში მონაწილეობდა ცოტნე ივანიშვილი. ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ბავშვია, რომელიც გამოფენაზე თავის ანიმალისტური კომპოზიციებით წარსდგა. როგორც ჩანს ცოტნეს ძალიან უყვარს ცხოველების, ბუნების ხატვა. მისი ზეთში შესრულებული ფერწერული ნამუშევარი “თეთრი მგელი” იყო წარმოდგენილი ამ გამოფენაზე, რომელიც ძალიან შამბეჭდავი გახლდათ… მეორე გამოფენაზე ვეფხვის ნახატი წარმოადგინა.
მისმა ნამუშევრებმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა… უდავოდ დიდი ნიჭი აქვს და როგორც ჩანს, თავის მოღვაწობას მხატვრული კუთხით გააგრძელებს. იგი თავის ადგილს დაიმკვიდრებს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, რაც ძალიან სასიხარულოა! აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა თაობაა! ძალიან მოაზროვნე ბავშვები არიან და თავის საქმე უყვართ.
გამოფენებზე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე არ ყოფილან, დარბაზში ცოტნეს ხელოვნების გულშემატკივრები იყვნენ. ჯერჯერობით ჩვენც არ გვქონია ბატონ ბიძინასთან არანაირი კონტაქტი. თუმცა ყველამ ვიცით ბიძინა ივანიშვილს რომ ძალიან უყვარს ხელოვნება, არაჩვეულებრივი კოლექციის პატრონიც ბრძანდება”, – განუცხადა “ამბებს” გურამ ცერცვაძემ.
ambebi.ge
კომენტარები