“თავისუფალი ზონა” ღია წერილით მიმართავს უკრაინის რადას თავმჯდომარეს, დეპუტატებს და უკრაინელ ხალხს:
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ბატონ დმიტრო ოლექსანდრეს ძე რაზუმკოვს, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებს, უკრაინელ ხალხს!
ბატონო დმიტრო, ბატონო დეპუტატებო, პირველ რიგში გვინდა გამოვხატოთ უდიდესი პატივისცემა თქვენს მიმართ, თქვენ გმირი უკრაინელი ხალხის რჩეულები ხართ, იმ უკრაინელების, რომლებმაც მაიდნის უმძიმეს დღეებში თავისუფლებისთვის ბრძოლის გმირული ეპოპეა ჩაწერეს და რომლებმაც ერთი ასად შეგვაყვარეს უკრაინა.
ბატონო თავმჯდომარევ, ბატონო დეპუტატებო, ჩვენ წარმოვადგენთ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ზონას“, ჩვენი ორგანიზაციიის ათობით წევრი გმირ მაიდნელებთან ერთად უკრაინისთვის ურთულეს დღეებში მაიდანზე იდგა და იბრძოდა თავისუფალი და ძლიერი უკრაინისთვის, ჩვენმა ორგანიზაციამ გაშალა პირველი ქართული კარავი მაიდნის ცენტრში და ჩვენს კარავზე აღმართული საქართველოს ხუთჯვრიანი და “თავისუფალი ზონის” დროშები ბოლო წუთამდე ამაყად ფრიალებდნენ, მაიდანზე გმირულად დაეცა ჩვენი ორგანიზაციის წევრი დავით ყიფიანი, დავითი “ზეციური ასეულის” გმირის საპატიო ტიტულს ატარებს. იცით ბატონებო რა სიტყვებს იმეორებდა დავით ყიფიანი ხშირად? “მე როცა უკრაინის თავისუფლებისთვის ვიბრძვივარ, მე ჩემი საქართველოს თავისუფლებასაც ვიცავ!” ჩვენთვის ეს სიტყვები უკრაინის სიყვარულის გამომხატველი ერთგვარი ფიცი იყო.
ბატონო თავმჯდომარევ, ბატონო დეპუტატებო, ჩვენ დარმუნებული ვართ, რომ თქვენი უზენაესი მიზანი უკრაინის გამარჯვება, ცივილიზებული უკრაინის აშენებაა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბატინი პრეზიდენტის მიერ ვიცეპრემიერად და რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელად ბატონი მიხეილ სააკაშვილის წარდგენა, ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის უჭერდა მხარს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, ვიცით რა მისი ძალა, ნება, უდრეკი ნებისყოფა და მიზანდასახულობა, დარწმუნებული ვართ, მისი წვლილი ძლიერი უკრაინის მშენებლობის გზაზე განუზომლად დიდი იქნება, სწრაფი რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლა, თანამედროვე, გამჭვირვალე სახელმიფო სტრუქტურების მშენებლობა მიშას სტიქიაა, მან ეს საქართველოში დაამტკიცა, ის ამას უკრაინაში დაამტკიცებს.
ბატონო დმიტრო, ბატონო დეპუტატებო, თქვენ კარგად ხედავთ, რომ მთელ ცივილიზებულ სამყაროში ორად ორი ხელისუფლებაა, რომელთა წარმომადგენლები გესლს ანთხევენ ბატონი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ამ ორიდან ერთი ჩვენი და თქვენი ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ხელისუფლებაა და მეორე მათ მიერ სრულად კონტროლირებადი საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ გვჯერა თქვენი, გვჯერა რომ მათი გესლი მიზანს ვერ მიაღწევს და უკრაინა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გაივლის რეფორმების ურთულეს გზას, გვჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და მსოფლიო ცივილიზებულ თანაარსებობაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.
P.S. ღია წერილის ბოლოს გვინდა გმირ უკრაინელ ხალხს მივმართოთ: ჩვენ ამაყი და დაუმორჩილებელი უკრაინა გავიცანით ჯერ კიდევ 90 – იან ლებში, როდესაც ჩვენი საერთო მტრის ხელშეყობით აფხაზმა სეპარატისტებმა ამოიყეს ომი ერთიანი ქართული სახელმიფოს ინააღმდეგ და ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარი სახლები, მართლაც ფასდაუდებელი იყო იმ პერიოდში უკრაინული ავიაციისა და საზღვაო ფლოტის დახმარება, ჩვენი უკრაინელი ხალხისადმი სიყვარული და პატივისცემა ერთი ასად გაიზარდა მაიდანის დროს, ჩვენ მაიდანზე ვნახეთ თანამედროვე გმირი უკრაინელები, რომლებიც თავს ირავდნენ სამშობლოსთვის!
თქვენ ჩვენთვის თავისუფლებისთვის ბრძოლის მაგალითი ხართ, ამიტომ მოგმართავთ თქვენ, ჩვენო უკრაინელო ძმებო და დებო, ნუ მიაქცევთ ყურადღებას პუტინის მარიონეტების მუქარას ურთიერთობების გადახედვის შესახებ, ჩვენი ურთიერთობა მარიონეტებით არ იზომება, ჩვენს ურთიერთობას გაცილებით დიდი და მყარი საფუძველი აქვს და მას ქართველ და უკრაინელ ხალხთა მეგობრობა და სიყვარული ჰქვია.
პატივისცემით არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ თავმჯდომარე თორნიკე დარბაისელი
Голові Верховної ради України пану Разумкову Дмитру Олександровичу Депутатам Верховної Ради України Народу України
Пане Дмитре, шановні депутати! Передусім хочемо запевнити у великій повазі до вас усіх, оскільки ви обрані великим українським народом, який в складні дні Майдану, в боротьбі за свободу та незалежність, створив героїчну епопею, що змусило нас ще дужче полюбити ваш народ..Ми представляємо неурядову організацію «Вільна зона». Десятки її членів під час героїчних подій Майдану пліч о пліч з героями боролися за сильну та вільну Україну, наша організація відкрила першу грузинську палатку на Майдані, над якою гордо майорів грузинський прапор та прапор нашої організації. На Майдані загинув член нашої організації Давид Кіпіані, якому присвоєне почесне звання Героя Небесної Сотні. Панове, знаєте, що він часто повторював? «Коли я виборюю свободу України – я захищаю свободу своєї Грузії!» Для нас ці слова були і залишаються зізнанням в любові до України..
Ми впевнені, що ваша головна мета – це перемога та створення цивілізованої України і саме цьому підпорядкована пропозиція Президента Володимира Зеленського призначити Міхеїла Саакашвілі на посаду віце-прем’єр-міністра з питань реформ. Наша організація завжди підтримувала Міхеїла Саакашвілі, бо ми впевнені в його можливостях, в його силі волі, в цілеспрямованості, ми впевнені, що його роль в побудові сильної України буде дуже значною, адже швидкі реформи, боротьба з корупцією, прозора діяльність державних структур та установ – все це його стихія, він це зробив у Грузії і доведе, що в Україні все це можливо. .Ви бачите, що у світі існує дві влади, які поливають брудом Міхеїла Саакашвілі, одна з них – уряд тієї держави, яка окупувала частину Грузії та України, а інша, на жаль – уряд Грузії, який контролюється Кремлем. Ми віримо у вас, віримо, що вороги не досягнуть мети і Україна з Міхеїлом Саакашвілі проведе життєва важливі реформи, віримо, що Україна переможе і посяде гідне і почесне місце в цивілізованому світі. .
P.S. Також ми хочемо звернутися до героїчного українського народу! Ми з непокірною та гордою Україною заприязнилися дуже давно! У 90-х рр. ХХ ст., коли в Грузії наш спільний ворог та керовані ним сепаратисти розпочали братовбивчу війну в Абхазії, внаслідок чого зі своїх домівок були вигнані сотні тисяч грузин, врятувати їхні життя допомогла українська армія. 2014 року під час Майдану наша любов до України ще зросла, ми побачили сучасних героїв, українців, які гинули за батьківщину. Ви для нас – приклад непокори і боротьби за свободу. Наші українські брати та сестри, не звертайте уваги на погрози путінських маріонеток про перегляд стосунків між нашими країнами, наші стосунки побудовані на міцному фундаменті – це дружба, повага та любов між нашими народами.
З повагою Голова неурядової організації «Вільна зона» Торніке Дарбаіселі
კომენტარები