ფრაქცია “ენმ”-ის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
” ხარი რომ დაღლილი მოდის სამუშაოდან, რქაზე ბუზი რომ აზის და ტრაბახობს, ”ერთადა ვხნავდითო”, ასე მოსდით ამ ”ოცნების” ჩინოვნიკ-პოლიტიკოსებს. სამედიცინო პერსონალის დამქანცველ და რისკიან შრომას ამოფარებულები, ცდილობენ ექიმები დაუპირისპირონ ოპოზიციას.
სერიოზული კრიზისია ეკონომიკაში, რომელსაც ადეკვატურად ვერ პასუხობს ხელისუფლება, შეცდომები იქნა დაშვებული ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტში (თუნდაც მასობრივი ტესტირების საკითხებში) და გამოდიან ექიმების ზურგს ამოფარებულები და ილანძღებიან. ზოგიერთი ექიმი უკვე სახელისუფლებო პროპაგანდისტად აქციეს. წარმოადგინონ დროზე ბიუჯეტი და შეეშვან ამ უნიჭო აგიტაცია-პროპაგანდას.”
კომენტარები