„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე „გორბის“ კვლევებზე სოციალურ ქსელში წერს:
„აი, ამ ოპოზიციიდან ხუთი სუბიექტი პარლამენტშია. ნაც-მოძრაობა რა ნაგავიცაა ყველამ ვიცით, მაგრამ
“ლელოს”
“გახარისტებს”
“გირჩებს”
და
“ელისაშვილებს”
ცოტა მაინც არ გრცხვენიათ, რომ ოთხი წელი ჰაერის გაფუჭების მეტი არაფერი გიკეთებიათ და ახლა, მათხოვრობთ დაბალ ბარიერს?!
აი, ეს მოიტანა უბარიერო სისტემამ, რომ არაფრისმაქნისი, უბადრუკი პოპულისტებით გადაივსო პარლამენტი და ოთხი წლის განმავლობაში, ვერ მოახერხეს საზოგადოების ნდობის მოპოვება, რომ მინიმალური ზღვარი გადალახონ.
ამიტომაც, ეს ბალასტი არ ესაჭიროება საზოგადოებას და არანაირი დაბალი ბარიერი!
ნება იბოძეთ და კამერების წინ ყელყელაობას ჯობია, საქმით დაანახოთ ხალხს რისი მაქნისები ხართ, რომ შესაბამისად მიიღოთ მანდატები.
არ მოინდომეს იოლი მანდატები, ამ პარაზიტებმა?!“
კომენტარები