„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი ვანო მერაბიშვილი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ისევ აქტუალური პერსონა გახდა.
როგორც ჩანს, სანამ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება, ვანო მერაბიშვილს სურს, მის შესახებ ახალმა თაობამაც შეიტყოს. ამის შესახებ მან თათია შარანგიას ინსტაგრამ-ლაივში თავად განაცხადა.
თათიასთან მას ისაუბრა ბავშვობაზე, დაზე, დედაზე, პოლიტიკაზე, უფროს ვაჟზე – მიშო მერაბიშვილზე.
თუმცა, არაფერი უთქვამს ცოლზე – თაკო სალაყაიაზე, რომელიც მუდმივად იწვევს საზოგადოების ყურადღებას.
თაკო სალაყაია ვანო მერაბიშვილს არც ციხესთან შეუნიშნავს ვინმეს, როცა ყოფილი პრემიერი დაწესებულებას ტოვებდა.
თაკო სალაყაიამ ცოტა ხნის წინ ხატვა დაიწყო, რომელიც მეგობრისგან, ლელა კილაძისგან ისწავლა და ინსტაგრამით თუ ვიმსჯელებთ, ეს მისთვის საუკეთესო თერაპიაა.
თაკო სალაყაიას და ვანო მერაბიშვილის სიყვარული მაშინ დაიწყო, როდესაც სალაყაია სკოლას ამთავრებდა.
„თაკო მეთერთმეტე კლასში იყო, როდესაც ვანო გაიცნო. ვანო უკვე მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში მუშაობდა.
მომავალ მეუღლეს მისი მეგობრის ამირან მესხელის ქორწილში ნახა.
სალაყაია მესხელის ნათესავია.
პატარა და ძალიან საყვარელი გოგონა იყო მაშინ თაკო, ქორწილში აქტიურობდა, ყველას განწყობაზე ზრუნავდა და ვანოს გულში ჩაუვარდა.
შემდეგ თაკომ სკოლა დაამთავრა, თბილისში წამოვიდა და დედასთან ერთად, მთაწმინაზე ცხოვრობდა ნათესავის ბინაში, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში.
მესხელის ქორწილის შემდეგ თაკო და ვანო მალევე დაქორწინდნენ.“ – იხსენებს წყვილის მეგობარი.
შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ვანო მერაბიშვილი თაკო სალაყაიას ხშირად ანებივრებდა საჩუქრებით.
ერთხელ მან თაკოს მინდვრის ყვავილებით სავსე ავტომობილით მიაკითხა და ეს სიურპრიზი სალაყაიასთვის დღემდე დაუვიწყარია.
წყვილს ორი ვაჟი მიშო და დათუნა ჰყავს.
cyc.ge
კომენტარები