ბადრი შუბლაძე თენგიზ კიტოვანის სიკვდილზე:
„თენგიზ კიტოვანი . . .
ვიცნობდი სტუდენტობიდან, როგორც ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას “თანამებრძოლს” ეროვნილი მოძრაობის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლს.
სინამდვილეში КГБ & ФСБ მიერ ეროვნულ მოძრაობაში ხელფასიანი ჩანერგილი აგენტი ყოფილა.
ორმა თენგიზმა სიგუამ და კიტოვანმა გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთის დავალებით, რაც ჩაიდინეს ყველამ კარგად ვიცით!
პირადად არ ვაღიარებ თეზისს –
“გარდაცვლილზე ან კარგი უნდა თქვა ან არაფერი”
გეკითხებით: მკვდარ თენგიზ კიტოვანზე კარგი რა უნდა ვთქვა??? თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და ისე მატყუებდა, ან რატომ უნდა გავჩუმდე??? კიტოვანების, სიგუების, ყარყარაშვილების და მისთანების ადგილი სამშობლოს მოღალატეების შადიმან ბარათაშვილის, კახაბერ ყორღანაშვილის, იესე ფალავანდიშვილის გვერდითაა. როგორც მათი ღალატის ისტორია გადაეცემა და საუკუნეებმა ვერ წაშალა, ისე ვერ უნდა წაიშალოს კიტოვანის ღალატი.
###
<<“. . . ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის,
ყველა პაიკი მეფისთვის კვდება.
მაგრამ, ო, მაგრამ, ადრე თუ გვიან
მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან.
ერთ მცირე ყუთში ერთად თავსდება
აზრი,
ოცნება,
სიმართლე. . .”>>
მორის ფოცხიშვილი — “ლაზიერის გამბიტი”
კომენტარები