“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის ტელეკომპანიიდან წასვლის შემდეგ, დღეს არხი კიდევ 4-მა ჟურნალისტმა დატოვა.
ეკო მაღრაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, მაკა ანდრონიკაშვილი და რუსუდან ჯაბანიშვილი დღეს „ტვ პირველის“ გუნდს შეუერთდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიის გენერალური დირექტორი, ინგა გრიგოლია ავრცელებს.
„უმაგრესი მატება გვაქვს “ტვ პირველს” ეკო მაღრაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, მაკა ანდრონიკაშვილი და რუსუდან ჯაბანაშვილი, დღეიდან ჩვენი ტელევიზიის გუნდში, დიდი და საინტერესო გეგმებით.
კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ბავშვები, ჩვენს არხზე და ერთად, დიდი წარმატებები! “, – წერს გრიგოლია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „მთავარი არხი“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ და ჟურნალისტმა თამარ დოლენჯაშვილმაც დატოვეს. მალევე ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ „ტვ პირველზე“ მთავარ პროდიუსერის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა.
კომენტარები