“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
დანაღმულ ველზე წინსვლის მსგავსად შეგვიძლია ფრთხილად განვსაზღვროთ ის აქცენტები, რომლებმაც უნდა განაპირობონ ქვეყნის განვითარება უახლოეს 5-6 წელიწადში. არც მეტი ვთქვათ ამ ეტაპზე, არც ნაკლები – არც მწვადი დავწვათ, არც შამფური…
სოხუმის, ცხინვალის და თბილისის თანაცხოვრება სამივესთვის მისაღებ სამართლებრივ ფორმატში – იყო, არის და იქნება ქვეყნის მოკლევადიან, და არა გრძელვადიან გეგმებშიმსოფლიოს ყველა ის გავლენიანი სუბიექტი, ვინც ქართველების (დამიჯერეთ – ასევე ოსებისა და აფხაზების დიდი ნაწილის) ამ სანუკვარ ოცნებას დაგვაახლოვებს, საქართველოს მეგობარიც იქნება და სტრატეგიული პარტნიორი: ამ კუთხით შესაძლებლობების ფანჯარა ყველას აქვს გახსნილიჩვენ ვართ იმ თაობების წარმომადგენლები, რომელთა მიერ (მათ შორის) დაშვებული შეცდომები ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ – რადგან ვერ ვუბედავთ ჩვენს შვილებს ამ ურთულეს წლებზე სიმართლე ვუამბოთ ისტორიის სახელმძღვანელოებშიჩვენი ეროვნული მიზნის მისაღწევად საქართველო გამოიყენებს ყველა არსებულ პლატფორმას – ვაშინგტონიდან ტოკიომდე. მაგრამ ამ გამოყენებას არც ჩვენთვის დამახასიათებელ, ტრადიციულ მოუთმენლობას და არც სუბიექტურ მიუღებლობას ადგილი აღარ უნდა ჰქონდესსაქართველოს ორგზის (1783 და 1920 წ.წ.) უკვე ჰქონდა რუსეთთან tet-a-tet მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარების წარუმატებელი მცდელობა. გვეყო, აღარ ვიჩქაროთ. ძლიერი და გავლენიანი შუამავლის მონაწილეობით “დავიჯავშნოთ” ჩვენი წარმატებული მომავალი!ვისაც საქართველოს ეს პერსპექტივა გაშინებთ – დაგინახეთ! “სტუკა-სტუკა” – გამოდით! Game over.
კომენტარები