ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“წაიკითხეთ რა და თქვენი აზრი მითხარით.
წარმოვიდგინოთ ოჯახი. ცხოვრობენ ერთად :
ბავშვი
დედა
მამა
ბებია
ბაბუა
ეს ხალხი რატომ ზის შინ და რას ცვლის ეს შეზღუდვა ? ბებია და ბაბუა. რისკის ჯგუფი. არ გადიან შინიდან. ბავშვი – არ დადის სკოლაში. დედა და მამა – არ მუშაობენ, რადგან მათი სამსახურები დახურულია. ვიღაცამ საჭმელი უნდა მოიტანოს იმ ფულით, რაც ჯერ კიდევ დარჩა ოჯახს.
მაგალითად, მამა გავიდა გარეთ, მივიდა ბანკომატთან, გამოიტანა ფული, შეიარა მაღაზიაში, იყიდა პროდუქტი, შევიდა აფთიაქში, შეიძინა წამლები, მოვიდა შინ, დაიბანა ხელები, დაიცვა ჰიგიენა. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.
მამა რამდენი მოქმედება ჩაატარა ხო და შემდეგ მივიდა შინ მოხუც მშობლებთან? ის ხომ ისეთივე პოტენციური საფრთხეა ხანდაზმულებისთვის, როგორც ყველა დანარჩენი, მოხუცები გარეთ არ გასულან, მაგრამ შვილი გავიდა გარეთ და შინ მოუტანა რისკი, მაგრამ ეს რისკი განეიტრალდება, თუ წესებს დავიცავთ – დისტანცია და ჰიგიენა, სულ ორია ასეთი წესი, ჩემი აზრით, ნუ პირბადეც კაი.
რატომ არ შეიძლება, ამ კაცმა იაროს სამსახურში – დაიცვას დისტანცია და ჰიგიენა და საქმეს მიხედოთ ?
რატომ ვართ შინ, ვინმე ახსნის ?
საწყის ეტაპზე, აფეთქების თავიდან აცილების მიზნით, შეკავების სტადიაზე, ვიდრე რაღაცებს ვისწავლიდით ყველანი ერთად, რაღაც დონეზე გამართლებული იყო შეზღუდვა, მაგრამ ამ შეზღუდვის თანადათან აბსურდამდე მიყვანა, რა უბედურებაა.
მესმის, რომ ერთიანად ბევრ პაციენტს ვერ მივხედავთ საავადმყოფოებში, მაგრამ ეს პაციენტები მაინც იარსებებენ, შეიძლება ისე არ გადატვირთონ ერთბაშად საავადმყოფოები, მაგრამ მაინც იქნებიან, რადგან ადრე თუ გვიან გარეთ გავალთ ყველანი და იქნება მატების ფაქტები.
ვიცი, იტყვის ვინმე აქ არგუმენტად – ხო იხსნება ნელ-ნელაო. კარგი, ბატონო, მაგრამ რომ გაიხსნება, ისევ მოიმატებს რაოდენობა. ეტაპობრივად გაიხსნება და არა ერთიანადო.
კი, ბატონო, იყოს ეტაპობრივად, მაგრამ აი გავხსენით ერთი რაღაც და ვხედავთ, რომ ორ კვირაში მოიმატა, მერე რას ვაკეთებთ ? ისევ ვკეტავთ ? ისევ შინ ვაბრუნებთ ხალხს ? აბსურდია ხო ?
ანუ დისტანცია და ჰიგიენაა გამოსავალი, ვიდრე წამალი ან ვაქცინა გვექნება. ეგ როდის იქნება, ზუსტად არავინ იცის. ეგ ვაქცინა იმუშავებს თუ არა, ეგეც არ ვიცით, რადგან ჯერ უნდა გვითხრან, ტოვებს თუ არა იმუნიტეტს ეს ვირუსი. ვინმე დაარღვევს დისტანციის წესებს, ღრეობას, ქეიფს და ეგეთ რაღაცებს მოაწყობს უბანში და დისტანცია არ იქნება დაცული ? – ჩაერიე და გლიჯე ჯარიმა. ეგაა და ეგ.
ახლა შევნიშნე, რამდენი დამიწერია…”
კომენტარები