თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ამ წუთებში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე დასკვნითი პროცესი იმართება. ადვოკატები ამბობენ, რომ თუ სასამართლო კოლეგია კოლექტიური გავლენების ქვეშ არ მოექცევა, გოგაშვილს გაუშვებენ.
ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე:
ზოგადად კარგი იქნება, რომ ხელოვნურად, გრიფითი საიდუმლო არ ჰქონდეს ამ საქმეს და მქონდეს შესაძლებლობა, თქვენ ან ნებისმიერ პირს გადმოგცეთ სისხლის სამართლის მასალები, თუნდაც დასკვნითი სიტყვა და დარწმუნდებით, რომ თავის დროზე წარმოებული ბრალდება იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ, ასევე პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან და სამართალთან. სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს აღნიშნულ საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ საკმარისზე მეტი ფაქტები და არგუმენტი გვაქვს იოსებ გოგაშვილის გასასამართლებლად, სასამართლოს ობიექტურობის მოლოდინი არ გვაქვს”.
ცნობისთვის, გოგაშვილმა “ოცნების” არჩევნების გაყალბების მექანიზმი ამხილა და სუს-ის მიერ ათასობით ადამიანის უკანონო მოსმენისა და “ქართული ოცნების” რუსულ კავშირებზე, საჯაროდ ილაპარაკა.
“საქართველოში გაუჩინარებული და რუსეთის ციხეში აღმოჩენილ მოქალაქეები…” – გოგაშვილი
კომენტარები