ჟურნალისტი, მწერალი, დინა მირცხულავა:
დაჟე მანქანა უყიდა ქმარმა, ფეხით რო არ ევლო მეტროსა და მარშუტკაში და ვინმეს თვალი არ გაეყოლებინა))))*მოიტაცა და სუ სახლი, ბალღები, მასწავლებლები და ნუ როგორც ხდება…ჰოდა, შარშან ეს ქმარი საზღვარგარეთ გავაცილეთერთი კვირა ვადევნე თვალი და რიტმიდან რო არ ამოვარდა და ისევ კდემას აწვებოდა, სახლში მივუვარდი….– არა, ვერ გამოვალ, ქმარი გაიგებსო…– მიდი, ქალოო, შვედეთში ძაან არ გაიგოს ვარკეთილში ხარ თუ ლესელიძის “მარგარიტაში” მეთქი…დავიყოლიე, დედამთილი მივთიშეთ, მანქანა ჩუმად ამოვქოქეთ, და გნაა…მენიუ მოვითხოვეთშეკვეთას არ ვჩქარობთ – ჩვენი ჭკუით შემოვა ახლა ორი სიმპატიური ბიჭი, გვერდით მოგვისხდებიან, სუნამოს სუნით გაგვაბრუებენ, შეკვეთას მისცემენ და გადაიხდიან კიდეც (აი, ეგ ბოლო რაც დავწერე – მართლა მესიკვდილება…ან ხელების დასაბანად გავდივარ და გამოსვლისას ვიღაცას ვეჯახები და ხელიდან მობილური მივარდება, ორივე ერთდროულად ვიხრებით ასაღებად და ჩემი თითები მის თითებს ეხება….ჩემი ფეხები – ვსხედვართ პოწოლიკებივით და ნაყინი შევუკვეთეთ ცალყბადშემოდიან და შემოდიან წყვილები, წყვილები თუ არა ულვაშა ირანელები, არაბები, თურქები….ჩვენ პაწრიოწები ვართ და მაგათ ზედაც არ ვუყურებთ.სანაყინესაც ფსკერი გამოვუჩინეთ და ნაცნობიც შემოვიდა (ცნობილი თეატრის ცნობილი მსახიობი) და თან ვიღაცას ურეკავს, აქ მოდიო.მეთქი- გვეშველარამდენიმე წუთში , იმისთანა მჩქეფარე გოგომ მოაკითხა, მაგიდის ქვეშ შევყავით თავები.მოკლეედ იმ დღეს ის მითი დაიმსხვარა, ქალებმა რომ ვიცით, კაცის მეტი რა არიო.გამოვედით კუდამოძუებულები…ჰო, ნაყინის ფული იმ მსახიობმა გადაგვიხადა, თორე ახლა ჩემი ორმოცი გასული იქნებოდა – სისხლში შაქარი მიწევდა უკვე და მაჯა ხელით მეჭირა.ჯერ სადა ვარ თურმე….გამოვედით და მანქანას ვეღარ ვპოულობთ, სად დავაყენეთ, აქეთ ვეცით, იქეთ ვეცით, ვრეკავთ პატრულში, მეთორმეტე ოთახში, ნაცნობებთან, მეგობრებთან, ცნობათა ბიუროში…..გაგვდის ოფლი, მეათედ ვხვდებით ერთსა და იმავე ადგილას.ჰოდა, უცებ ამის ტელეფონი რეკავს – ქმარია.ლესელიძეზე, სომხური ეკლესიის წინ რა გინდაო ?!თურმე რაღაც უყენია მანქანას და როგორც კი სადმე კამერასთან გაივლის – ეგრევე ფიქსირდებაავყიჟინდიით– როგორ მიყვარხარო, ეს აქედან უყვირისიმან, ეგეთი რა დალიე შე დედა@@@ოომივედით მანქანასთან და უი, გასაღები არაა“მარგარიტას” ტუალეტში დარჩენია ამ ლენჩსმე მანქანას არ მოვშორდი, ყოველი შემთხვევისთვის, ეგ გავარდა… მალევე გამოჩნდა და თურქის კაცი მოსდევს – ასი, ასი… არა ?!
მორალი – არასოდეს გაეპაროთ ქმარს და არ აჰყვეთ შერეკილ დაქალს….
კომენტარები