თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს:
“სალომე ზურაბიშვილმა თავისი განცხადებები გაამკაცრა, ტონალობა რომ მნიშვნელოვნად შეცვლილია, ეს ფაქტია. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ის გაურბოდა ბიძინა ივანიშვილზე საუბარს. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს ორ რამეს – ერთი, რომ დარწმუნდა, რომ მთელი ეს კამპანია, რომელიც წინააღმდეგ მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაგეგმილი, ნაკარნახევი და მისი დავალებით ხორციელდება.
ის, რომ ის რაღაცა ბიძინას თამაშს თამაშობს და ცუდი პოლიციელი კარგი პოლიციელია, რაც მე კატეგორიულად არ მჯერა და კატეგორიულად არ ვეთანხმები ამას, მაგრამ, მან, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ ამაზეც პასუხი იყო გასაცემი.
ასევე პირველად მოიხსენია საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუსული ინტერესის გამტარებლად და რუსულ ხელისუფლებად, ასე პირდაპირ და ყოველგვარი ქვეკონტექსტების გარეშე. როგორც ჩანს, მან ამ იმპიჩმენტის პროცედურის დროს და ასევე ევროკავშირთან საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების გათვალისწინებით, საბოლოოდ გადაიწურა იმედი და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად აპირებს”.
კომენტარები