ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“ახლა ვუყურე ძალიან საინტერესო დისკუსიას ორ ცნობილ ოპოზიციონერს შორის სამხედრო ვალდებულების შესახებ საქართველოში.
ერთი მომხრეა, მეორე წინააღმდეგი.
მართლა ძალიან საინტერესო დებატები იყო
და….. როგორ გგონიათ, რატომ არ აჩვენებენ საქართველოს ტელევიზიები ამ და ამგვარ დისკუსიას? რატომ არ აწყობენ თემატურ დებატებს თოლქ-შოუებში? თუნდაც ოპოზიციონერებს შორის?
ოპოზიციური ტელეარხები არ აჩვენებენ იმიტომ, რომ არ აწყობთ `ოპოზიციური ერთიანი ანტიქოცური მეგანარატივის` დარღვევა, როდესაც ორი ოპოზიციონერი კამათობს კონკრეტულ საკითხზე და ეს დისკუსია `ნაც-ქოცური დისკურსის მიღმაა. ანუ შეიძლება არსებობდეს საკითხი, რომელშიც ოპოზიციური აზრი და შეხედულება (ვთქვათ სამხედრო გაწვევაზე) შესაძლოა ხელისუფლების პოზიციას დაემთხვეს.
ხოლო სახელისუფლებო არხები ამგვარ დებატებს არ აჩვენებენ თუნდაც უკვე იმიტომ, რომ თურმე ოპოზიციონერმაც შეიძლება გამოთქვას საღი აზრი; ხოლო ამგვარი დისკურსი, ისევ და ოსევ ნაც-ქოცურის მიღმაა.
მახინჯი, თაღლითური და ბინძური` საზრისული პაროლი, ორივე შემთხვევაში ერთია: “ახლა ამის დრო არ არის.“
. . . . . . . . . . . . . . . . .
ეს ყოველივე იცით რას ნიშნავს?
გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ პოსტმოდრენის ფილოსოფოსს, ჰერბერტ მარკუზეს ეკუთვნის ტერმინი `ერთგანზომილებიანი ადამიანი`.
აი სწორედ ასეთი, მარტივი, პრიმიტიული, ბრტყელი `ადამიანი` აქტუალიზდება ამგვარი `ერთგანზომილებიანობით` როდესაც არ აწყობთ დისკურსის შინაარსობრივი გართულება `პრო და კონტრა`-ს, `ანტინაცისა` და `ანტიქოცის` მიღმა.
დასკვნა: ქართული ტელემედია (აქეთაც და იქითაც, მისი ორივე სეგმენტი) არის მატლებიანი წუმპე, რომელიც უკვე სისტემურად აფერხებს დემოკრატიის განვითარებას ამ ქვეყანაში!”
კომენტარები