პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
მამუკა ხაზარაძის გზავნილის – “შუა უნდა შეიკრიბოს” მხოლოდ ორი პოლუსის მიღმა დარჩენილი პარტიების გაერთიანების კუთხით გაგება, ჩემის აზრით, არასწორია და სრულად არ ასახავს ამ მოწოდების, შეიძლება ითქვას ისტორიულ მნიშვნელობას.
საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტიკური პროცესი მთლიანად აგებულია “შუა უნდა გაიკრიფოს” ნეგატიურ, დაპირისპირებაზე, შუღლზე და სიძულვილზე აგებულ პრინციპზე, ორპოლუსიანობის ფორმირებაზე.ეს პოლუსები ქმნიან ერთგვარ ანტაგონისტურ სიმბიოზს. ერთმანეთს ურთიერთ სიძულვილით კვებავენ, აძლიერებენ და ამით გზას უკეტავენ სახელმწიფოებრივი განვითარების პოზიტიური, წინსვლაზე ორიენტირებული დღის წესრიგის ფორმირებას. ხლიჩავენ და აპირისპირებენ მთლიანად საზოგადოებას.“შუა უნდა შეიკრიბოს” გზავნილში პარტიების გაერთიანებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების გაერთიანება გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი მიზნების და ამოცანების გარშემო.სწორედ ამ გზავნილის გაგება და რაც მთავარია მიღება დაასრულებს ყბადაღებული პოლარიზაციის თემას, რაზეც ამდენს ვსაუბრობთ და ერთმანეთისკენ ვიშვერთ ხელს.როგორ?ძალიან მარტივად – უნდა ვუთხრათ “არა!” ნეგატივზე აგებულ ორ პოლუსიანი პოლიტიკური სისტემის მთავარ აქტორებს, რომლებიც მანკიერ წარსულსა და მანკიერ აწმყოს შორის არჩევანს გვაჩეჩებენ გაუთავებლად, აგრესიულად და უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზას გვიხერგავენ.მათ მხოლოდ ურთიერთ სიძულვილი კვებავს და გვარწმუნებენ, რომ მთავარი ამოცანა ერთმანეთის დამარცხებაა.ეს არის ომი, რომელიც არასდროს მთავრდება და მხოლოდ ფიტავს და ანადგურებს სახელწიფოს და საზოგადოებას.თუ გვინდა რეალური განვითარება, ჩვენ პროცესს უნდა შევუცვალოთ პოლუსი, მინუსი უნდა ვაქციოთ პლიუსად და ვთქვათ, რომ ჩვენი ამოცანა არა ვიღაცის დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვებაა.ზუსტად ამიტომ არის “შუას შეკრების” გზავნილი მნიშვნელოვანი. საქართველო, მისი მომავალი ზუსტად აქ, შუაში გახლავთ…
გილოცავთ გიორგობას!
ცნობისთვის,“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:“შუა უნდა შეიკრიბოს!!!”
კომენტარები