ჟურნალისტი, ნინო სტურუა:
დღეს დაახლოებით 3 საათზე გამოვედი დოლიძიდან ვაჟას გუდვილის მიმართულებით.
ადგილზე მივაღწიე 4:25 ზე!!!!უკანაც ვერ ვბრუნდებოდი, აი საიდან, როგორ???
შესასვლელთან ძლივს მისული, გუდვილში არ შეგვიშვეს.
რაღაც დაზიანდაო და მთავარი შესასვლელი იყო ჩაკეტილი.ქავთარაძიდან მოუარეთ და ისე ჩამოდითო პატრულმა
მოვუარე,
ძლივს!!!
მაგრამ იქ ისეთი ხდებოდა, შესასვლელი კი არა ჯოჯოხეთი ტრიალებდა.ანუ ისევ ვაჟაზე გადმომაგდო ნაკადმა, იგივე ლოკაციის საცობში და ფინალში სახლში ძლივს მივაღწიე 6:15 საათზე!!!!
თან ისე, რომ გუდვილში შევედი კი არა, კარამდსც ვერ მივსუნე.ხოდა, ეს 3 საათი და 15 წთ სად ვიყავი? რატომ? რა ჯანდაბა მინდოდა??? ბუნდოვნად მახსოვს.
ის ვიცი მხოლოდ, რომ
პირადად მე, ვაჟა-ყაზბეგის ფობია მაქვს ბოლო თვეებია.
( ქუჩების, მწერლების არა )
კომენტარები