აშშ-ში, კალიფორნიაში 1 მაისიდან ყველა პლაჟი და პარკი დაიკეტება. გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსახლეობამ თვითიზოლაციის მოთხოვნა დაარღვია და შაბათ-კვირას სანაპიროზე უამრავი ხალხი გავიდა.
შეზღუდვების შესაძლო გამკაცრების შესახებ გუბერნატორმა მოსახლეობა არაერთხელ გააფრთხილა.
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა. ის პირველ ადგილზეა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. შტატებში კორონავირუსი 1 040 488 ადამიანს დაუდგინდა და 227 705 პაციენტი გარდაიცვალა.
კომენტარები