ინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის საერთაშორისო გამოძიებას, სადაც პეკინის სავარაუდო დანაშაულზე შეიძლება იყოს საუბარი. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლი იუჩენგმა გააკეთა. საგარეო უწყების გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პეკინი წინააღმდეგია „პოლიტიზირებული საერთაშორისო გამოძიების“, რომლის მიზანი ჩინეთის სტიგმატიზაციაა.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 3 მილიონს გადააჭარბა, დაიღუპა მილიონზე მეტი ადამიანი. ჩინეთი, სადაც პანდემიამ გასული წლის დეკემბერში იფეთქა, მსოფლიო სახელმწიფოებმა სიმართლის დამალვასა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში დაადანაშაულეს. კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების დადგენის მიზნით, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აშშ, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
კომენტარები