ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.
–ბატონო ვახტანგ, იმედია, მალე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ და ეს სტატუსი, საქართველოს რაიმეს მოუტანს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით?
–ევროკავშირი არ არის სამხედრო–პოლიტიკური ბლოკი. იქ არ არის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკური ბლოკი გამოკვეთილი. არათუ ევროკავშირის კანდიდატს, არამედ ევროკავშირის წევრს ქვეყნებს ვერ აძლევს უსაფრთხოების გარანტიებს ეს ორგანიზაცია. პუტინის რუსეთს ნამდვილად ვერ შეაშინებს, საქართველოსთვის ამ სტატუსის მიღება. თამაზ გინტურის მხეცური მკლელობა და საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების ქმედებები ამის დასტურია. ახალ გეო–პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც აღარ არის ცივი ომი და მალე კონვენციურ ომში გაადაიზრდება, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატო–ში გაწევრიანებაა. თუმცა, ჩვენმა ხელისუფლებამ ნატო საერთოდ დაივიწყა, საერთოდ არ ახსენებენ. ევროკავშირმა შეიძლება მოგვცეს ენერგო უსაფრთხოება, გარემოს დაცვის, სამოქალაქო უსაფრთხოება და არა სამხედრო უსაფრთხოება.
–ცხინვლისა და აფხაზეთის საოკუპაციო ზონებში ევროკავშირმა, შესაძლოა, საკუთარი სადამკვირვებლო მისია გააძლიეროს და დამატებითი ფუნქციები აიღოს საკუთარ თავზე?
–ევროკავშირს ორივე ოკუპირებულ რეგიონთან აქვს განთავსებული სადამკვირვებლო მისია, მონიტორინგს ატარებენ, ანგარიშებს სწერენ და აგზავნიან ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში. მეტის გაკეთება არ შეუძლიათ. მაქსიმუმ, თუ საჭიროდ ჩათვალეს, მისიას შეიძლება, რამდენიმე კაცი დაამატონ, ამაზე შორს ვერ წავა საქმე. სამწუხაროდ, ჩვენთან არიან ადამიანები, რომელთაც ნატო და ევროკავშირი, მათი ფუნქციები კარგად ვერ გაურჩევიათ და იმედი აქვთ, რომ ევროკავშირის წევრები თუ გავხდებით, მისი წევრი ქვეყნები სამშვიდობო მისიით ჯარს გამოაგზავნიან და საოკუპაციო ხაზთან ჩააყენებენ, რომ რუსები შეაკავონ. ეს სრული აბსურდია. ადრე იყო საუბარი, რომ ევროკავშირში შექმნილიყო სამხედრო–პოლიტიკური ბლოკი, შექმნილიყო სწრაფი რეაგირების კურპუსი, მაგრამ ეს გეგმები ჩაიშალა. დღეს ევროკავშირს ამის გაკეთების არც დრო აქვს, არც ეკონომიკური რესურსები და არც სხვა საშუალებები. ასე რომ, მატარებელმა იმ მიმართულებით დიდი ხანია ჩაიარა, ახლო მომავალში ევროკავშირი უსაფრთხოების ორგანიზაციად ვერ გადაიქცევა.
–ერთ მომენტს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება. ევროკავშირი რუსეთან ომში ჩაბმულ უკრაინას მილიარდობით დოლარს აძლევს იარაღის შესაძენად. ამ ფულს მაშინაც აძლევდა, როდესაც უკრაინა ევროკანდიდატიც არ იყო. რუსეთთან დღეს ჩვენც საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, 2008 წლის მერე ზავი არ დაგვიდია და ოკუპაცია გრძელდება. შესაბამისად, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, არ შეიძლება მოგვცეს იარაღის შესაძენად ფული ევროკავშირმა?
– ევროკავშირი ქვეყნები, უმეტესწილად, იარაღას აძლევენ უკრაინას. კი, იყო შემთხვევები, როცა ევროკავშირმა სოლიდური თანხები გამოუყო უკრაინას იარაღის შესაძენად. თუმცა, თუ იარაღი და მისი შესაძენი ფული გინდა, ჯერ უნდა მოითხოვო. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების ლიდერებს კარები აუტალახა და მისი ყველა ვიზიტი იარაღისა და ევროპისგან იარაღის შესაძენი თანხის მიცემას ემსახურებოდა. ჩვენი ხელისუფლება კი არაფერს ითხოვს ევროპისგან თავდაცვისა და უსაფრთხოების გაზრდის კუთხით, არც იარაღი, არც მისი შესაძენი თანხა არ მოუთხოვია ევროკავშირისგან ან მისი წევრი რომელიმე ქვეყნისთვის. ბევრი ამბობს, რად გვინდა შეიარაღება, რაც არ უნდა ბევრი იარაღი გვქონდეს, რუსეთს ვერ მოვერევითო. ეს არის არასწორი მიდგომა, ამ ხელისუფლების ხალხის გასაბრიყვებლად მოგონილი ნარატივი. მარტო რუსეთი არ არის ჩვენი მეზობელი. ფეთქებსაშიშ რეგიონში ვცხოვრობთ და როდის დაგვჭირდება ძლიერი თავდაცვის სტრუქტურები, კაცმა არ იცის. შესაბამისად, დანაშაულია, რომ ჩვენი ხელისუფლება არ ზუნავს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაზრდისთვის. მერე, აქ ერთი მომენტიც არის. თავად ევროპას უჭირს დღეს იარაღი. უკრაინას ბევრი იარაღი მისცეს და ამის გამო, მარაგის შესავსებად, დახურული სამხედრო ქარხნები გახსნეს და იარაღის წარმოება განაახლეს. გერმანიის შეიარაღებული ძალები ძალიან შორს დგანან თავიანთი ისტორიული ძლევამოსილებისგან, თუნდაც, ცივი ომის პერიოდის დასავლეთ გერმანიის შეიარაღებული ძალებისგან.გერმანელებს სერიოზული პრობლემები აქვთ, მოუმზადებლები არიან სამხედრო მოქმედებების წარმოების კუთხით და ვეჭვობ, გერმანია არ არის ამ მხრივ ერთადერთი ევროპული ქვეყანა. ევროკავშირის სახელმწიფოებს თავად აქვთ სერიოზული პრობლემები შეიარაღების მხრივ. ჩვენ პოლონეთი გვეხმარება თავდაცვის გაძლიერების კუთხით და რომ არა პოლონეთი, დღეს შეიძლება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი შეიარაღება და სხვა სახის სამხედრო კომპონენტები გვქონოდა. გარდა ამისა, პატრიოტული სულისკვეთება აღარ არის ქვეყანაში, რაც ჯარის ბრძოლისუნრიანობაზეც ისახება. ამ იდიოტმა ლიბერალებმა პატრიოტული სულისკვეთება საერთოდ ჩაკლეს. გრიგოლ რობაქიძის გენიალური რომანი, „ჩაკლული სული“ მახსენდება. ბოლშევიკებმა როგორც ჩაკლეს პატრიოტიზმი თავის დროზე ქართველ ხალხში, იგივე გააკეთეს ლიბერალებმა, თავიანთი ფიურერის, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. დღევანდელი ხელისუფლებაც იმავეს აკეთებს, კოლაბორაციონიზმის პოლიტიკა არჩია რუსეთთან, ფიქრობენ, რომ ამან შეიძლება გაამართლოს და კორუფციულ ქვეყნად გადავიქცეთ. ცხადია, ამას ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად აკეთებს, რუსეთზე დადეს ფსონი და ვნახოთ, რა გამოუვათ. მსოფლიოში სერიოზული გეო–პოლიტიკური ცვლილებები ხდება და ეს ჩვენთვის უსაფრთხოების დილემას წარმოშობს. ევროკავშირისგან მივიღებთ თანხებს ეკონომიკის გასაძლიერებლად, დემოკრატიული რეფორმების გასატარებლას. ფულის გარდა კონსულტაციებით და სხვა რესურსითაც დაგვეხმარებიან. ნეტავ ეს გაკეთდეს და ეს მნიშვნელოვან ფაქტორად იქცევა მთავარ საკითხში–ეტაპობრივად გამოვიდეთ რუსეთის გავლენის სფეროდან და დავუახლოვდეთ ევროპას, ავაშენოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო.
–უკვე ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა არა მარტო რუსეთის, არამედ ნატო–ს ბევრი ხარვეზი გამოაჩინა.
–კი, ნამდვილად ასეა, ნატო შესცდა რუსეთის შეფასებაში, ნატო–ს, როგორც პოლიტიკურ და სამხედრო ალინსს, ბევრი ხარვეზი აღმოაჩნდა. რუსეთზე არაფერს ვამბობ, მისი შეიარაღებული ძალები იმაზე ბევრად სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. არა მარტო შეიარაღებული ძალები, სადაზვერვო სამსახურები და სხვა სტრუქტურები. გამოჩნდა, რომ დღევანდელ გეო–პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე კარგად უმკლავდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, არც ამერიკა და არც რუსეთი. ჩინეთს საკმაოდ ძლიერი სამხედრო ძალა გააჩნია, მაგრამ მისი გამოყებენა არ დასჭირვებია. ეკონომიკური ბერკეტებითა და დიპლომატიით ახერხებს ამას. ისიც გავითვალისწინოთ, რომ დიპლომატიის წარმატება დიდწილად სპეცსამსახურების ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული და ჩინეთის დიპლომატიური გამარჯვებები თავისთავად ნიშნავს, რომ მას ძლიერი სპეცსამსახურები ჰყავს. მსოფლიოში მეორე ეკონომიკა აქვს ჩინეთს ამერიკის შემდეგ და არავისთან არაფერი აქვს სახვეწარი. თუ ევროკვშირსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებ გაფორმდა, ეს ამერიკის ეკონომიკის ჰეგემონიას დაასრულებს მსოფლიოში და ჩინეთი გახდება მსოფლიოს პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ამაზე ეკონიმიკის ექსპერტები დიდი უკვე ხანია არგუმენტირებულად საუბრობენ.
–ურაინის მთავარსარდალმა ზელენსკიმ, გენშტაბის უფროსმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადეს,რომ სწრაფი გარღვევა აღარ იქნება არც ერთი მიმართულებით, უკრაინის არმიის მყისიერი წარმატებები არ იქნება და ომი კიდევ დიდხანს გასტანსო. რა გახდა ამის მიზეზი, როდესაც ლამის დღე–დღეზე ყირიმის აღებას აპირებდნენ უკრაინელები?
–ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ იგი შეცდა, როდესაც იმის იმედი ჰქონდა, რომ რუსეთს ცოცხალი ძალის დეფიციტი შეექმნებოდა და საბრძოლო სტრატეგია ამაზე ავაგეო. ომი ჩიხში შევიდაო, ესეც თქვა ზალუჟნიმ და მერე ზელენკიმაც გაიმეორა. რუსეთს ცოცხალი ძალა რომ არ გამოელეოდა და ეს ომი დიდხანს გაგრძელდებოდა, ამას ადრე ვამბობდი. ისიც ვთქვი თქვენთან ინტერვიუში, რომ თანამედროვე სამხედრო –საბრძოლო ტექნოლიგიები ცოცხალს ძალას მეორე პლანზე სწევს და ხშირად მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.
–ომის ჩიხში შესვლა, უკრაინის ბოლოდროინდელი შეტევების არაეფექტურობა იმან ხომ არ გამოიწვია, რომ ბოლო პერიოდში მას აღარ აძლევენ იმდენ იარაღს, რასაც ადრე? თუ აძლევენ და ხშირად, არასაკმარისს რუსეთის არმიის წინააღდეგ ფარომასშტაბიანი ბრძოლებისთვის. რასაც აძლევენ, იმასაც ხშირად დაგვიანებით აძლევენ. გარდა მაგისა, ამერიკის კონგრესმა არ დაამტკიცა პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივა, რომ 106მილიარდი დოლარი გამოეყო ამერიკას ერთ პაკეტად, ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად. აქედან 61.4 მილიარდი უკრაინას უნდა მიეღო.
–მე მახსენდება 1918–1922 წლების რუსეთის საქმოქალაქო ომი. თეთრგვარდიელებმა ომი იმიტომ წააგეს, რომ „ანტანტამ“ ისინი „გადააგდო“. ეს იყო ჯერ კოლჩაკი,მერე ვრანგელი, მერე დენიკინი. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, საბჭოთა რუსეთი იყო ეკონომიკურ სანქციებში და ბლოკადაში მოქცეული, თეთრგვარდიული არმიები, მეფის რუსეთის მომხრეები, უფრო ცუდად იყვნენ შეიარაღებულნი, ვიდრე საბჭოთა რუსეთის არმია. ვის უნდა მიეწოდებინა მათთვის იარაღი? დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, რომლებიც „ანტანტის“წევრები იყვნენ მეფის რუსეთთან ერთად და თავისთავად მოკავშირეები. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ამ დანაშაულებრივ ქმედებას ბოლშევიკების გამარჯვება მოყვა, დაამარცხეს თეთრგვრდიელები, აიღეს ძალაუფლება და უკვე წლების მერე,მთელი ევროპის ჭირი და თავისტკივილი გახდა საბჭოთა კავშირი. როგორც ვატყობ, ისტორია მეორდება, თუ ევროპამ და ამერიკამ რუსეთი უკრაინაში არ შეაჩერეს, მერე ევროპის ქვეყნებზეც გაუჩნდება პრეტენზია, მეზობელი ქვეყნების სამხედრო გზით დაპყრობის პრეტენზია. ძალიან ძნელია ახლა განსზღვრო, ვინ გაიმარჯვებს რუსეთ–უკრაინის ომში. შესაძლოა, ზუსტად არ განმეორდეს ყველაფერი, მაგრამ ამის საფრთხე არსებობს. მაშინ რუსეთს პოლონეთის დაპყრობაც ჰქონდათ გადაწყვეტილი, პოლონეთს შეიარაღებას ევროპის ქვეყნები აძლევდნენ, სხვა მხრივაც ეხმარებოდნენ. ბოლოს, მარშალ იოსებ პილსუდსკის მეთაურობით, 1920 აგვისტოში,პოლონეთის არმიამ გაანადგურა წითელი არმია, რომელსაც ტუხჩევსკი მეთაურობდა და პოლონეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. სამწუხროდ, ამმარხცით გამწარებული ბოლშევიკებმა ჯავრი ამოიყარეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაზე, 2021 წელს დაიპყრეს და დაამყარეს ბოლშევიკური მმართველობა. ამით დაიბრუნა წითელმა არმიამ ძლევამისილის სტაუტსი. ღმერთმა ნუ ქნას, პროცესები ახლაც ასე განვითარდეს და რუსეთის საკბოლო გავხდეთ. გამორიცხული არაფერია. თუ ასე გააგრძელეს უკრაინის დახმარება, არასტაბილურად, არაეფექტურად, მაშინ უკრაინის საქმე გაუარესდება.
აქვე იმაასც ვიტყვი, რომ ევროკავშირის მიერ თორმეტგზის სანქცირებული რუსეთისგან, 2023 წელს, ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინეს 6.1 მილიარდი ევროს ოდენობის თხევადი გაზი. თან , ჯერ 2023 წელი არ დასრულებულა. მერე იგივე ევროპელები კითხულობენ, რუსეთს საიდან აქვს ამდენი ფული იარაღის საყიდლადო? თავად აძლევენ და იქიდან აქვს.
კომენტარები