წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი და ჟურნალისტი თამარ ბელქანია:
რა ხალხი ვართ ვერ გავიგე, ძნელი იყო, ჩვენი ბავშვებისათვის ევროვიზიაზე ხმის მიცემა?როგორ გვიჭირს ერთი საქმის კეთება? არც დრო უნდოდა არც ფული არც სადმე წასვლა,
საბავშვო ევროვიზია 2023-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი მეათე ნომრად გამოვიდნენ.
ანასტასია ვასაძემ „რანინას“ მონაწილეებთან ერთად, სიმღერა Over The Sky შეასრულა.
ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე, ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვიდნენ.
მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველო მე-14 ადგილზე გავიდა.
საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიისგან 1 ქულა. ონლაინ ხმებით კი, საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო ჯამში 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.
კომენტარები