,,ფორმულას” თანადამფუძნებელი მიშა მშვილდაძე ხაბეიშვილის განცხადებაზე:
,,
არ ვიცი პოლიტიკაში როგორი პრაქტიკაა, მაგრამ კერძო სექტორში და მედიაში გარიცხვის, სამსახურიდან გაშვების, ან ნებისმიერი ასეთი, თუნდაც დისკრეციული უფლების ან მოვალეობის განხორციელება ხდება ხოლმე პირადად, შეხვედრის და პირადი საუბრისბგზით – ტელეფონზე დარეკვით ასეთი ამბის გაგება, ან მესიჯით, ან მთლად ტელევიზორიდან თუ ხდება, არ ითვლება კორექტულად, შორსაა სენსიტიურობისგან და დაცლილია ემპათიისგან.
არ ვიცი ლევან ხაბეიშვილს ეს უნდოდა, თუ მანიფესტს არმიერთება სურდა მხოლოდ გამოეცხადებინა პარტიის დატოვების ტოლფასად და ჩაკითხვებისთვის არ იყო მზად, მაგრამ საბოლოო ჯამში ასე კი გამოუვიდა, რომ პირდაპირ ეთერში გარიცხა პარტიიდან ნიკა მელია – ჰოდა ვერ გავიგე ცოტა და არც დამიმალავს, რომ ვერ გავიგე – მოტივები არ მესმის თქო, არ ვამბობ – ასეთი ბრუტალურობის თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი, მარა მაგის აუცილებლობას ვერ ვხვდები და არც ვეთანხმები – ზოგადად არ ვარ სისასტიკის ადეპტი, მიუხედავად იმისა, რომ ეფექტური ზომების მომხრე ვარ – არის ხოლმე მანდ ზღვარი ძალიან ნათელი, ყოველთვის.
საინტერესოა, რა გაგრძელება მოყვება ამ ამბავს და რას იტყვის მელია, მიშა, ხალხი – მე მიჭირს პროგნოზირება – გათენდება, ვნახავთ.
მარა, ერთი რამე მინდა გთხოვოთ: ძალიან გთხოვოთ თან: ვიღაცები ცდილობენ ასე დახატონ ამბავი – რომ სანაიამ (კეზერაშვილის დავალებით და მისსავე საამებლად, ცხადია) აიძულა ხაბეიშვილი, რომ მელია ეთერშივე გაერიცხა – აეს სიფსიხე არ დაიჯეროთ, გთხოვთ, გეხვეწებით, გიბრძანებთ!”
კომენტარები