პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტების ნაწილს კორონავირუსზე ტესტირება ახალი მეთოდით ჩაუტარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრადიციულ ბრიფინგზე განუცხადეს.
„ეს არის „ჯინ ექსპერტის“ აპარატი, რომელიც 50 წუთში გვაძლევს შედეგს. აქ ხდება თვითონ ვირუსის ნუკლეინის მჟავების გამოვლენა კარტრიჯული მეთოდით. არის აბსოლუტურად დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა იყოს გამორიცხული იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა აღების დროს დაშვებული რაიმე პრობლემა. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ზუსტი შედეგი ძალიან სწრაფ დროში“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა ხატია მიქაბერიძემ.
კომენტარები