ანაკლიაში სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმია, ადიდებული ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და სახლები დაიტბორა. ხალხი შველას ითხოვს, მოსახლეობა სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძვის. მათი თქმით, შტორმმა დააზიანა ეზოები, სახლებში.
“არავინ მოსულა, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს… ცოცხლები ვართ, მკვდრები ვართ, ხომ უნდა გვნახონ თუ როგორ ვართ. მანქანა გაგვიფუჭდა, ხეები დაეცა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
წყარო – მთავარი არხი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმსა და ქობულეთშიც შტორმია.
კომენტარები