ნიუ-იორკში, ბრუკლინის დამკრძალავ ბიუროსთან, სატვირთო მანქანებში ათობით ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
ადგილობრივებმა პოლიციას მანქანებიდან წამოსული გაუსაძლისი სუნის შესახებ შეატყობინეს.
ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა სატვირთოებში გარდაცვლილები აღმოაჩინეს.
დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენლის განცხადებით, მათ მიცვალებულები მანქანებში სამაცივრე სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო გადაიტანეს.
ჯერჯერობით დაუდგენელია, რამდენი მათგანი გარდაიცვალა კორონავირუსისგან. მიმდინარეობს გამოძიება.
ნიუ-იორკი დღემდე კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრს წარმოადგენს. იქ კორონავიურისით უკვე 14 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვი დღითიდღე მცირდება, საავადმყოფოები და დამკრძალავი ბიუროები დაღუპულთა რაოდენობას ვერ აუდიან.
კომენტარები