პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე:
“მოვუწოდებ მთავრობას, რომ დარჩა ერთი თვე, დღე და ღამე უნდა მიდიოდეს ხვნა და თესვა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ნიორის, ხახვის, პამიდორის, იმპორტზე დამოკიდებული, ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნის. ბევრმა ადამიანმა მიაშურა სოფლებს, თავიანთ სავარგულებს, ყველანაირი მეთოდით, ყველა ძალები უნდა იქნას გადასროლილი იმისთვის, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფომ აღმოუჩინოს დახმარება”
ხაზარაძემ მთავრობას ურჩია, რომ ლელოს 6 მილიარდ ლარიანი პაკეტი გაითვალისწინოს, რადგან ამ ბრძოლაში ყველა ერთად უნდა იდგეს. ლელოს გეგმის მიხედვით, 6 მილიარდიდან 3 საკრედიტო ფონდის შექმნას მოხმარდება. ამ ფონდიდან დაფინანსდება ყველა ბიზნესი, რომელსაც მხოლოდ ერთი ვალდებულება ექნება, რომ თანამშრომლები 80% შეინარჩუნოს.
ხაზარაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ თუ მათი საქმე დაინერგება, საქართველოს ეკონომიკა 4 წელში 2-ჯერ გაიზარდება და დამატებით 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
კომენტარები