თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც. რეაბილტიაცია გულისხმობს ახალი ფილების დაგებას, ფანტანების მოწესრიგებას და გამწვანებით სამუშაოებს.
პარლამენტთან რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით უკმაყოფილოა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პარლამენტთან მშვიდობიანი აქციები არ გაიმართოს.
ოპოზიციას გაცხადებული აქვს, რომ საგაზაფხულო სესიების შემდეგ პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდებოდა.
კომენტარები