შეიძლება ომმა ჩვენამდე მოაღწიოს – ამის შესახებ აფხაზმა ჟურნალისტმა ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის განთავსებაზე განაცხადა.
„მიწის გაქირავებიდან შემოსავალიც კი არ იქნება, თანხის გადახდა იქნება სიმბოლური რუბლი
წელიწადში. უსაფრთხოების თვალსაზრისითაც არ არის უპირატესობები – საქართველოს ისედაც არ აქვს რესურსები რევანშისტული ქმედებებისთვის. არის უარყოფითი მხარეები – შეიძლება ომმა ჩვენამდე მოაღწიოს. უკრაინულ დრონებს შეუძლიათ, ოჩამჩირემდე მოაღწიონ” – განაცხადა „კავკასიური კვანძის“ კორესპონდენტმა, როინ აგირბამ.
ინფორმაციისთვის, რუსეთი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის მოწყობას აპირებს.
კომენტარები