ილონ მასკმა იმ კომპანიებს მიმართა, რომლებმაც მისი სოციალური მედიაპლატფორმა X ანტისემიტიზმის პროპაგანდის გამო მიატოვეს. “წადით, თქვენი…”, – ასე მიმართა მათ მილიარდერმა.
მასკმა 15 ნოემბერს X-ზე ანტისემიტური პოსტი გამოაქვეყნა, რის გამოც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. მან თავდაპირველად, ბოდიში მოიხადა, თუმცა შემდეგ იმ კომპანიებს, რომლებმაც X-თან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, “მოღალატე” უწოდა.
შემდეგ იკითხა, გასაგები იყო თუ არა მისი მიმართვა ბობისთვის (იგულისხმებოდა Walt Disney-ს აღმასრულებელი დირექტორი, რობერტ აიჯერი).
მილიარდერმა ასევე ისიც თქვა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი მართლაც საშინელი იყო.
მასკის პოსტი თეთრმა სახლმა დაგმო და მას “ანტისემიტური და რასისტული სიძულვილის ამაზრზენი პროპაგანდა” უწოდა. პოსტის გახმაურების შემდეგ, აშშ-ს წამყვანმა კომპანიებმა, მათ შორის Walt Disney-მ, Warner Bros Discovery-მ და NBCUniversal-მა პროტესტის ნიშნად X-ზე რეკლამების განთავსება შეწყვიტეს.
ამის შემდეგ მასკი ისრაელში ჩავიდა და პრემიერ მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ვიზიტის დროს მან აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმსა და ყველაფერს, რაც “სიძულვილს და კონფლიქტს უწყობს ხელს” ეწინააღმდეგება და განაცხადა, რომ X-ი არასოდეს წაახალისებს სიძულვილის ენას.
წყარო: nypost
კომენტარები