„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე:
მნიშვნელოვანი 2 ინფორმაცია!
1) როგორც იცით, ჩემს მიერ დაწერილ საკონსტიტუციო ცვლილებაზე სლოვაკეთის მსგავსად საქართველოს კონსტიტუციაშიც ჩაიწერილიყო რომ დაუშვებელია ნაღდი ფულის გაუქმება, პარლამენტში ინიცირებისთვის სჭირდება 76 დეპუტატის ხელმოწერა!
კანონპროექტს ხელი მოაწერა “გირჩის” 4 (ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო) და “ხალხის ძალის” 6 დეპუტატმა (სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველშვილი, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე).
პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილის დახმარებით, გუშინ კანონპროექტს ასევე ხელი მოაწერეს: გუბაზ სანიკიძემ და ნიკა მაჭუტაძემ. ასე რომ სულ 12 ხელმოწერა გამოვიდა.
ხელმოწერაზე უარი თქვეს ალექსანდრე ელისაშვილის და გიორგი გახარიას პარტიებმა.
2) ჩვენს მიერ პარლამენტში შეტანილ პეტიციაზე: “ციფრული ლარის წინააღმდეგ” დღეს დამიკავშირდნენ პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტიდან და მითხრეს, რომ პეტიციის განხილვაზე მოწვევენ ეროვნული ბანკის წარმომადგენელს და განხილვა პარლამენტში თებერვალში გაიმართება. ასევე მითხრეს რომ პეტიციის განხილვა თებერვალში გვიანი არ იქნება, რადგან ციფრული ფულის დანერგვის ვადამ გადაიწია და მისი დანერგვა იანვარში არ იგეგმება.
კომენტარები