გვერდის “ძალა ერთობაშია” ინფორმაციით, დარეჯან ცხვიტარია გადააყენეს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან. გვერდი წერს:
“ადამიანი რომელიც 2 წელია, მზეში, წვიმასა და ქარში, ზამთარ-ზაფხულ, დილიდან საღამომდე, ზის იქ სადაც მიშაა, ციხესთან, კლინიკა ვივამედთან თუ სასამართლოში – გადააყენეს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ღირსების, სიმართლის, პრინციპულობის, თავისუფალი აზრის ქონისა და მისი გამოხატვისათვის – პარტიის დღევანდელი მენეჯმენტის შესახებ.
მხოლოდ ზაზა გოროზიას, ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ მართულ პარტიაში შეიძლება ეგონოთ სასჯელი, თანამდებობისა და სკამის “ჩამორთმევა”, დარეჯან ცხვიტარიას სკამი დიდი ხანია ვივამედის წინ მდგომი სკამია, არაფორმალურად მართული მენეჯმენტისგან ეს მდაბიო ქმედება კი მის ღირსეულ ბრძოლაში “ღირსების ორდენია”.
დარეჯან ცხვიტარია სოციალურ ქსელში, წერს:
კომუნისტების დროც მახსოვს და ხუნტის რეპრესიებიც.სამწუხაროდ, ახალი თაობის ბოლშევიკებმა სასჯელი გამომიტანეს თავისუფალი აზრისთვის, პრინციპებისთვის, რომლისთვისაც არც ადრე მიღალატია და არც მომავალში ვუღალატებ.ვაი იმ სამართალს, რომელიც ამბობს, რომ თურმე ჩემი დევნით პარტია მიშას უბრუნდება!
კომენტარები