Reuters-ის ინფორმაციით, ვიქტორ ორბანის პარტიამ უნგრეთის პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.
“ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა უნდა დარჩეს ობიექტურ პროცესად, რომელიც დაფუძნებულია წესებსა და შესრულებაზე” – წერია რეზოლუციაში.
უნგრეთის მმართველი პარტიის „ფიდესის“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ობიექტურ პროცესად უნდა დარჩეს, რომელიც წესებსა და შედეგებს ეფუძნება.
დოკუმენტის მიხედვით, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება არ ემსახურება უნგრეთის ინტერესებს. ტექსტში ასევე არის ჩანაწერი, რომ პარლამენტი გმობს ყოველგვარ პოლიტიკურ თუ ფინანსურ ზეწოლას, რომლის მიზანიც უნგრეთის პოზიციის ცვლილებას ემსახურება.
კომენტარები