დღეს “ქართულმა მარშის” ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, ონლაინ Tbilisi Pride-ზე ისაუბრა, რომელიც 17 მაისაა ისევ დაგეგმილი და თქვა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით, რომ დემონსტრაციულად გამოდიოდნენ ეს ადამიანები და პროპაგანდას ახდენდნენ. კომპიუტერში თუ შეიკრიბებიან და რადიო გადამცემებით ან რაციებით ექნებათ კონტაქტი… ჩვენ მაგათ ქუჩა-ქუჩა არ გავეკიდებით. არც უნდა ვსდიოთ. მთავარი ისაა, რომ მათ პროპაგანდის საშუალება არ მივცეთ.”
“ალია” დაუკავშირდა ბატონ სანდროს:
–თვლით თუ არა, ნებისმიერ აქციას პროპაგანდად? ჩვენ გვახსოვს თქვენი მოთხოვნა, რომ დავუშვათ, გვესდია იმ ქუჩაშიც, თუნდაც დავხვედროდით კინოთეატრის დროს – გულწრფელად რომ ვთქვათ, რა შეიცვალა? ბრძოლა, თუ ბრძოლის ტაქტიკა?
“არაფერი შეცვლილა.უბრალოდ არაა ახლა ამის დრო, მითუმეტეს ამ პანდემიის პირობებში.
სამარცხვინოა,რომ მიუხედავად ასეთი გლობალური კატასტროფისა ეს სოდომის ცოდვის მატარებლები მაინც არ ისვენებენ და თავიანთი სიბილწის ზეიმის გამართვას აპირებენ. რა დროს მამათმავლები და გარყვნილებია ??? სწორედ მათმა ცოდვებმა მიიყვანეს კაცობრიობა ამ კატასტროფამდე. ჩვენ ქუჩა-ქუჩა არც არასდროს დავსდევდით მათ, უბრალოდ არასოდეს მივცემთ უფლებას რომ ჩაატარონ აღლუმი და წაბილწონ ჩვენი ქალაქების ქუჩები.
თუ შეიკეტებიან ვირთხებივით და კომპიუტერთან ჩაატარებენ თავიანთი გარყვნილების დემონსტრაციას სახლებში ვერ შევუვარდებით. ჯანდაბამდეც გზა ქონიათ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით გეი-პროპაგანდას და არასოდეს დავუშვებთ ამას
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სწორედ სოდომის ცოდვამ და სიბილწემ მიიყვანა კაცობრიობა ამ საშინელებამდე. ამიტომ ამიერიდან ურჯულოების პოლიტიკური დანდობა აღარ იქნება. დიახ – უფლის მტრებს ქართულ ენაში აქვს შესატყვისი სინონიმი – ურჯულოები და დღეიდან ასე მოვიხსენიებთ მათ, მოვეპყრობით ისე როგორც ურჯულოებს !!!”
ალია
კომენტარები