ლოს-ანჯელესი აშშ-ში პირველი მსხვილი ქალაქია, სადაც ყველა მოქალაქისთვის ტესტირება ხელმისაწვდომი და უფასო იქნება.
ქალაქის მერის ერიკ გარსეტის თქმით, ტესტირება ქალაქის მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ლოს-ანჯელესის ოლქში მაცხოვრებლებსაც შეუძლიათ ტესტირებისთვის დარეგისტრირება.
“თუ გრძნობთ, რომ ტესტი გჭირდებათ, გაიკეთეთ. თუ გსურთ უსაფრთხოდ იყოთ, გაიკეთეთ”
მან მოუწოდა ლოს-ანჯელესის ყველა მოქალაქეს, გაიკეთონ ანალიზი იმ შემთხვევაშიც, თუ სიმპტომები არ აქვთ.
გარსეტის თქმით, გადაწყვეტილება ტესტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მას შემდეგ მიიღეს, რაც ქალაქში ტესტირებისთვის უფრო მეტი ლოკაცია გაიხსნა და ტესტები რჩებოდათ.
ON.GE
კომენტარები