გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთიდან თურმე 15 ადამიანი წავიდა პარტიიდან. მე მგონი, ეძებენ ისევ ამ 15 ადამიანს. ყველამ ყველაფერი ვიცით. დღეს არ დავასახელებ, თუმცა შემიძლია, ზუსტი ციფრი დაგისახელოთ, საკრებულოებიდან ვინ წავლენ იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა ეს განცხადება გააკეთეს 9 თვის წინ. მათ დატოვეს ფრაქციები, მათ დატოვეს პარტია და მათ ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილან ჩართულები ნაციონალური მოძრაობის საქმიანობაში. ეს ადამიანები ამ თავისი საქციელით არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილის პოზიციას და ეს არის სამწუხარო.
კომენტარები