ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, გადაცემა “რეაქციაში” ამბობს:
ათთვიანი უმძიმესი დაპირისპირება დასრულდა იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ დატოვა პარტია. არ იქნება, ალბათ, მარტივი პროცესი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისთვის, იმდენად, რამდენად მელიას ჰყავს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ამ პარტიაში და თქვენ ხედავდით ყოველ დღე როგორ კეთდებოდა განცხადებები ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წარმომადგენლების მხრიდან, რომ ისინი ტოვებდნენ პარტიას.
მას არ უთქვამს სად მიდის, როგორც იცით, მელიას ასეთი რამ აქვს ნათქვამი, რომ არ გამორიცხავდა ახალი პლატფორმიდან ბრძოლას. მე მომეჩვენა, ჩემი შთაბეჭდილება უნდა ვთქვა, მომეჩვენა, რომ ის ღელავდა. ვიცნობ ძალიან კარგად და მომეჩვენა, რომ ღელავდა. არ არის ადვილი ამ გადაწყვეტილების გამოცხადება, რომელიც, ალბათ, დიდი ხნის მიღებული ჰქონდა. როცა ახალი ოფისი გააკეთა, შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, უკვე ცხადი იყო, რომ ემზადებოდა ახალი პოლიტიკური პლატფორმისთვის, არ იქნება პარტიიისთვის მარტივი, პარტია ერთხელ უკვე გაიყო, ეს ხდება უკვე მეორედ და ეს არ არის ერთი და ორი კაცის გასვლა, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი და ორივე ფლანგს აქვს ძალიან დიდი გამოწვევა.
სხვათა შორის, ერთ–ერთი ინფორმაციით, შესაძლებელია მომავალ არჩევნებში, მელია ვიხილოთ ლელოსთან ერთად.
“დიახ, მივდივარ! ახლა მაქვს ორი არჩევანი” – ნიკა მელიას საბოლოო გადაწყვეტილება
კომენტარები