საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხს, დღეს ქვეყნის უმაღლესი რადა არ განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “უკრინფორმი” პარტია “ხალხის მსახურის” წარმომადგენლის, ევგენია კრავჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს არანაირ საკადრო საკითხს არ განვიხილავთ, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე. ნამდვილად ხმების საკმარისი რაოდენობა არ არის მის კანდიდატურაზე“
მისივე თქმით, სააკაშვილმა, დამატებითი კონსულტაციები გაიარა სხვა პოლიტიკურ ძალებთან. „ეს პოლიტიკაა, ეს დემოკრატიაა და ასეთია რადას გადაწყვეტილება“
კომენტარები