2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებს დაასახელებს.
როგორც “2020NEWS“-თან “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, ოპოზიციური კანდიდატები საკუთარი რეიტინგის მიხედვით დასახელდებიან.
“საქართველოში 60 პარტია და 30 უბანია. კანდიდატების შერჩევა იქნება იმის მიხედვით, რომელ პარტიას აქვს ამა თუ იმ ოლქში გამარჯვების მეტი შანსი.
არავის შეუცვლია გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით, ძალაში რჩება ის შეთანხმება, რაც იყო.
როდის დასახელდებიან კანდიდატები, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა – ვიდრე არ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები. საკონონსიტუციო ცვლილებების განხორციელების წინაპირობა იყო პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გამოშვება.
პარლამენტში, ივნისში იქნება კენჭისყრა საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებითდა მანამდე უნდა იყოს გათავისუფლებული ყველა პოლიტპატიმარი“
ინფორმაციისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ განხორციელდეს და არჩევნების თარიღმა გადაიწიოს.
კომენტარები