გათბობა–გაგრილების კომპანია ცელსიუსი, არისტონის ოფიციალური წარმომადგებელი რომ გახლავთ საქართველოში და არისტონის ხარისხიან, ენერგოეფექტურ, ახალ მოდელებს რომ გვთავაზობს, უმრავლესობისთვის ეს უკვე აღარაა საიდუმლო. ბევრი სარგებლობის უკვე ქვეყანაში არისტონის გათბობის ქვაბით, რადიატორებით, საშრობებით და ა.შ.
თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყანაში, ჯერ კიდევ არ არის ბუნებრივი აირი ყველა სოფელში ხელმისაწვდომი, მეტიც, თბილისშიც არაერთი კორპუსი, თუ საცხოვრებელი სახლია, სადაც, რიგი მიზეზების გამო, არ არის ბუნებრივი აირი შეყვანილი. ელექტროენერგიით სახლის გათბობა და ცხელი წყლის მიღება, საკმაოდ ხარჯიანია, ეგაც ყველამ ვიცით, თუმცა, ყველამ არ იცის, როგორ შეარჩიოს ელექტროტექნიკა ისე, რომ ყველაზე მინიმალურ ფასად მოახერხოს ფართის გათბობა და ცხელი წყლით უზრუნველჰყოფა.
როგორ გადავაგოროთ ზამთარი ნაკლები დანახარჯებით ადამიანებმა, რომლებიც ვერ ან არ სარგებლობენ ბუნებრივი აირით?
ალიას ესაუბრება კომპანია ცელსიუსის წარმომადგენელი, პაპუნა გელაშვილი.
–პაპუნა, არ მაქვს ბუნებრივი აირი, ვერ ვისარგებლებ თქვენი არაჩვეულებრივი, ლამაზი და ეფექტური, ჭკვიანი ფუნქციებით აღჭურვილი ქვაბებით. როგორ გავათბო სახლი ისე, რომ უსაფრთხოდ, თბილად გავატარო ზამთარი და სახლის გაყიდვა არ მომიწიოს ელექტროენერგიის დანახარჯის გადასახდელად?
–პირველ რიგში, გირჩევთ ჩვენ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ელექტრო გამათბობელს, ნამდვილად ეკონომიურია, რადგან მას უყენია ოთახის თერმოსტატი, რა ტემპერატურაც გვინდა სახლში, იმ ტემპერატურაზე დავაყენებთ, როგორც კი საჭირო გრადუსამდე დათბება სახლში, ავტომატურად გაითიშება და ცხადია, აღარ მოიხმარს მაგ დროს ელექტროენერგიას, როგორც კი, დაიკლებს ტემპერატურა – ავტომატურად ჩაირთვება.
გარდა ეკონომიურობისა, ელექტროგამათბობლის ჩვენი მოდელი უზრუნველჰყოფს სახლში ერთი და იგივე ტემპერატურას, რაც აუცილებელია წლის ნებისმიერ დრო, ყველაზე მეტად კი – ზამთარში.
თუ გამათბობელს სწორად შევარჩევთ ფართის, სახლის მდებარეობის, თბოდანაკარგების მიხედვით, საკმაოდ სწრაფად ათბობს, გვაქვს კილოვატიანი, კილოვატნახევრიანი მოდელები, – ცხადია, ნებისმიერ დროს, გინდ მაღაზიაში და გინდ ონლაინ, მომხმარებლებს ჩვენი წარმომადგენლები დავეხმარებით სწორად არჩევაში.
მოდელი შეგვიძლია იატაკზეც მოვათავსოთ და კედელზეც ჩამოვკიდოთ და ეს ამ გამათბობლის, კიდევ ერთი ბონუსია.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, გამათბობელს აქვს უსაფრთხოების სენსორები, იმ შემთხვევაში, თუ იატაკზე გვიდგას და ვინმემ შემთხვევით გადააყირავა, ავტომატურად ითიშება დენის წყაროდან. უსაფრთხოა ბავშვიანი ოჯახებისთვისაც, იმ შემთხვევაშიც, თუ ვინმე ხელით შეეხება, დამწვრობის საშიშროება არ დგას, მას აქვს ისეთი ტიპის თბოგამოყოფა და ზედაპირი ისე რა უხურდება, რომ დამწვრობა გამოიწვიოს. გამომდინარე იქედან, რომ ნებისმიერი პრობლემის დროს, თავად ითიშება, მისი ღამით ჩართულ მდგომარეობაში დატოვებაც უსაფრთხოა.
მეორე, რაც შემიძლია შევთავაზო ჩვენ მომხმარებლებს, ვისაც არ აქვს ბუნებრივი არის, არის კონდიციონერი. ამ მხრივ საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს. გარდა იტალიური ბრენდის, არისტონისა, ჩვენ ვარ საკმაოდ უმსხვილესი, ცნობილი, ჩინური ბრენდის, CHIQ–ის ოფიციალური წარმომადგენლები ქვეყანაში. მომხმარებელს ვთავაზობთ CHIQ–ის, VOX–ის, ARISTON-ის კონდიციონერებს, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც გასათბობად, ასევე, ზაფხულში – გასაგრილებლად. მინუს 8 გრადუსამდე სიცივეზე კონდიციონერი მუშაობს ოპტიმალურ რეჟიმში, თუ მეტად იკლებს ტემპერატურა, ამ შემთხვევაში, ცხადია, კონდიციონერი არ ითიშება, უბრალოდ, იზრდება თბოდანაკარგები. თუ სიმძლავრე სწორად იქნება შერჩეული, რა თქმა უნდა, ამ თბოდანაკარგვის აღმოფხვრავ შეიძლება.
ჩვენი ინვიტრო კონდიციონერი 30 პროცენტამდე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე სტანდარტული კონდიციონერები. ისინი შეგიძლიათ მართოთ ტელეფონებით, შეგიძლიათ, გზიდან ჩართოთ და სახლში მისულს უკვე სითბო დაგხვდებათ.
რაც შეეხება ცხელ წყალს, აქაც დიდია არჩევანი, თუმცა, ორი ტიპის მოდელი უნდა შემოგთავაზოთ, პირველი – არისტონის ბრენდის, გამდინარე წლის გამაცხელებელი, ე.წ. ატმორი. პირველ რიგში, ხედავთ, როგორი კომპაქტურია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველაზე უსაფრთხოა, 4 სენსორი აქვს, რაც უნდა მოხდეს, ელექტროგაყვანილობის მოშლა, დაზიანება, უმარტივეს პრობლემას ხედავს და ელექტროობიდან თიშავს მოწყობილობას. როგორც კი წყალს მოუშვებთ ონკანში, მყისიერად აცხელებს, არ აქვს შეზღუდვა წყლის ოდენობაზე. გარდა ამისა, არისტონის ამ მოწყობილობის დაყენებით, შეგვიძლია სახლში ცხელი წყალი მივიღოთ 3–4 წერტილზე. „ატმორების“ ძველი მოდელი რამდენიმე წერტილს ვერ უძლებდა და თუ ერთდროულად მოუშვებდი წყალს აბაზანაში და სამზარეულოში – ითიშებოდა, თუმცა, არისტონის მოდელის შემთხვევაში ასე არ გახლავთ და რამდენიმე წერტილს უპრობლემოდ ემსახურება.
შემიძლია შემოგთავაზოთ ასევე, არაგამდინარე წყლის გამაცხელებელი, ავზის სახით, ე.წ. ბაკი, გვაქვს ბრტყელი მოდელებიც, რომელთა დამონტაჟება შესაძლებელია როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. ამ შემთხვევაშიც, შეგვიძლია „ბაკის“ დისტანციურად მართვა, ტელეფონის მეშვეობით. გვაქვს 2 რეჟიმი, ერთი სტანდარტული და ერთიც ეკო რეჟიმი – ეკო რეჟიმი განსაზღვრავს ოპტიმალურ ტემპერატურას და მუშაობის ისეთ რეჟიმს, რომ ხარჯი იყოს მაქსიმალურად ეფექტური. როგორც კი დავიწყებთ წყლის მოხმარებას, ავზი ავტომატურად იწყებს ცხელი წყლის მომზადებას, როგორც კი ისევ სრულად სავსე იქნება ავზი ცხელი წყლით – გაითიშება, და 48 საათის მანძილზე შეინახავს ამ ცხელ წყალს, მაშინაც კი, თუ გამორთული იქნება მოწყობილობა დენის წყაროდან.
–ამბობენ, რომ ეკონომიურობის მხრივ, ავზი სჯობს მუდმივად გქონდეს ჩართული, ვიდრე გამორთო, და თავიდან ჩართო საჭირო დროს – მითია, თუ სინამდვილე?
–ნამდვილად სიმართლე – და აგიხსნით რატომაც. თუ ავზს გამორთავთ, 48 საათით შეინახავს ცხელ წყალს, მაგრამ 48 საათის მერე ავზის შენახული ცხელი წყალი იწყებს გაციებას, სრულად გაციებული წყლის თავიდან გაცხელებას მეტი ენერგია და მეტი დრო სჭირდება. ამ შემთხვევაშიც, სწორად არჩევა პირველი და დიდი ნაბიჯია – ყველაზე პატარა ავზი გვაქვს 15 ლიტრიანი, ყველაზე დიდი – 200 ლიტრიანი. მოხმარების მიხედვით უნდა მოხდეს შერჩევა, თუმცა, სტანდარტულ პირობებში, ოჯახისათვის, 80 ლიტრიანი ავზი არის ყველაზე ოპტიმალური.
–რომ შევაჯამოთ წყლის გამაცხელებლები, „ატმორი“ თუ „ბაკი“?
–ოჯახისთვის, სახლში, სადაც მუდმივად ცხოვრობენ, უფრო ეკონომიურია „ბაკი“, ცხადია. თუ თქვენ აგარაკი გაქვთ, სადაც იშვიათად ცხოვრობთ და შესაძლოა, სულაც რამდენიმე დღით ჩადიხართ თვეში, იმისათვის რომ სწრაფად მიიღოთ ცხელი წყალი – „ატმორი“ ამისათვის ზედგამოჭრილია. გარდა ამისა, არის დაწესებულებები, საამქროები, რესტორნები, სადაც უწყვეტად და დიდი ოდენობით სჭირდებათ ცხელი წყალი – აი, იქაც, კარგი ხარისხის, უსაფრთო „ატმორი“, რომელიც უპრობლემოდ მოემსახურება რამდენიმე წერტილს – შეუცვლელი პროდუქტია.
კომენტარები