მალხაზ მაჩალიკაშვილი, ნიკა მელიას მიერ, ნაციონალური მოძრაობის დატოვებას ეხმაურება და წერს:
არვიცი რა ვთქვა მე პირადად გულზე მომხვდა!ნიკა მელია წავიდა, მას უამრავი თანამებრძოლი გაყვა, ნაც მოძრაობა ორად გაიყო, ვინ მართალი და ვინ მტყუანი ამისი გარჩევას მე ნამდვილად ვერ დავიწყებ, ერთი ის არის ქოცისთვის ამ წელში გაწყვეტილ არამზადებისთვის დიდი იმედის მომცემი ნაბიჯები იდგმება ნაც მოძრაობის მხრიდან!მე პირადად დარჩენილებს ძველ ნაც მოძრაობას, ასევე წასულ ნიკა მელიას ორივეს გისურვებთ წარმატებებს და გამარჯვებას!და მეორე და მთავარი ამასობაში კი ამ კინკლაობაში 2024 წლის არჩევნებიც მოგვადგა კარს, ქოცი არამზადა თქვენ დაგცინით, თქვენ კი ერთმანეთს დასცინით, სრული ბედნიერებაა რა, არადა მთელი ძალებით წინა საარჩევნო კომპანიაში უნდა ყოფილიყავით ჩართულები, ეს როგორც ქოცია უკვე ჩართული წინა საარჩევნო გაყალბების გზების მოძიებაში!მე არ ვიცი ალბათ თქვენ უკეთ იცით, წარმატებები და გამარჯვება ყველა ოპოზიციურ პარტიებს!იმედია ეხლა მაინც საქმეზე გადახვალთ, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, საზოგადოებას თქვენი გამოსვლები და საუბრები არ აინტერესებს მათ იმედის მომცემი თქვენგან ნაბიჯები სჭირდებათ.
კომენტარები