ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს, სპეციალური საშვის გარეშე, „რენჯროვერით“ გადაადგილების ფაქტის გამო, შესაძლოა, პარტია “ ლელო-საქართველომ“ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლოს.
რამდენიმე დღის წინ კახა კოჟორიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი განცხადება შეიტანა. ის მთავრობისგან პასუხს ითხოვს კითხვაზე – საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელმა უწყებამ და რის საფუძველზე მისცა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მანქანით გადაადგილების ნებართვა?
“ლელოს” პოლიტაბჭოს წვერი კახა კოჟორიძე:
“ ჯერჯერობით, მთავრობის ადმინისტრაციიდან პასუხი არ მოგვსვლია. თუ ვერანაირი პასუხი მივიღეთ ხელისუფელბისგან, არ გამოვრიცხავ, რომ შს სამინისტროს წინააღმდეგ, რომელსაც ევალებოდა რეგირების მოხდენა ოთარ ფარცხალაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დარღვევაზე, სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ.
ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. კანონის დარღვევის საშუალება არავის უნდა ჰქონდეს. თუ ვინმე კანონს დაარღვევს, მაშინ ხელისუფლება ვალდებულია, რომ სათანადო რეაგირება მოახდინოს.
იმაზე უფრო მძიმე ამბავი, ვიდრე ფარცხალაძის მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულია, არის ის, რომ ხელისუფლება ასეთ ფაქტებს რეაგირების გარშე ტოვებს. “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩამოყალიბდა ისეთ ხელისუფლებად, რომელიც კანონს შერჩევითად იყენებს“
2020 ნიუსი
კომენტარები