დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე:
„დღეს გვქონდა ჩვენ პიკი – ერთ დღეში 1 096 ტესტი ჩატარდა 12 ლაბორატორიაში. 5-დან ავედით უკვე 12 ლაბორატორიამდე მთელი საქართველოს მასშტაბით. იქითა კვირიდან კიდევ სამის დამატებაა გათვალისწინებული. და გვინდა, რომ სადღაც მაისის 15-მდე დაახლოებით დღიურად 1 500-დან 1 700-მდე კვლევა ვაწარმოოთ.
მაისის 15-დან შემდეგომ, უკვე მეორე ეტაპზე ვაპირებთ 2 000-დან 2 500 კვლევამდე ასვლას. ეს აუცილებელია. როდესაც ხდება შემსუბუქება ე.წ. შეზღუდვითი ღონისძიებების, აუცილებელია, რომ უფრო ფართომასშტაბიანი და ფართო ხელმისაწვდომობა იყოს PCR-კვლევებზე და მეორე მხრივ, ჰოსპიტალური სისტემის და პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრული მზადყოფნა“
კომენტარები